https://sputnik-georgia.com/20220217/evrokavsiris-yvelaze-binzuri-qveyana-evrostatis-monacemebi-264512407.html
გამოვლინდა ყველაზე ბინძური ქვეყანა: ევროსტატი მონაცემებს აქვეყნებს
გამოვლინდა ყველაზე ბინძური ქვეყანა: ევროსტატი მონაცემებს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა კავშირის ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზე... 17.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-17T09:32+0400
2022-02-17T09:32+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23663/69/236636933_0:113:3001:1801_1920x0_80_0_0_d2041124fab1e402b15cd3f8fdc96bb3.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა კავშირის ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზე ქვეყნდება.ევროსტატის სპეციალისტებმა, საქმიანი აქტიურობის აღდგენის კვლადაკვალ, სათბური გაზების გამოფრქვევის გაზრდა დააფიქსირეს. ამ კუთხით ლიდერი ბულგარეთი გახდა, სადაც გასულ წელთან შედარებით გამოფრქვევები 22,7%-ით გაიზარდა.ატმოსფეროს დაბინძურების კუთხით მეორე ადგილზე ლატვია მოხვდა, სადაც სათბური გაზების გამოფრქვევამ 16,2%-ით მოიმატა, ხოლო მესამეზე საბერძნეთია 13,1%-ით.აღინიშნება, რომ მანამდე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ციმბირში სათბური გაზების ახალი წყარო აღმოაჩინა. როგორც ფინელმა, გერმანელმა და რუსმა სწავლულებმა დაადგინეს, აღმოსავლეთ ციმბირის მაღლობებზე, რომლებიც ორგანული მასალებითაა მდიდარი, მარადი მზრალობის დნობისას დიდი რაოდენობით უკიდურესად აქტიური სათბური გაზი — აზოტის ოქსიდი გამოიყოფა. სათბური გაზები კი კლიმატის ცვლილებას იწვევს. მანამდე ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელსაც მსოფლიოს 158 ქვეყნის 14 ათასმა მეცნიერმა მოაწერა ხელი. სწავლულების კვლევის თანახმად, დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა — სათბური გაზების კონცენტრაციის, ოკეანის გამჟავიანებისა და ცხოველთა სულადობის ჩათვლით — ახალი რეკორდი დაამყარა გაუარესების კუთხით.მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი, ნახშირორჟანგის დონის მატებასთან ერთად, პლანეტას „დენთის კასრად“ აქცევს — მატულობს კლიმატური უბედურებების რაოდენობა: სულ უფრო ხშირად ხდება წყალდიდობები, შტორმები, ტყის ხანძრები და სხვ.მეცნიერები მოუწოდებენ კაცობრიობას, გაერთიანდნენ ბუნების კრიზისის გადასალახად, რომლის უპირველეს მიზეზადაც ისინი ადამიანის მიერ პლანეტის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას მიიჩნევენ.წყარო: Eurostat
https://sputnik-georgia.com/20210801/dedamiwadenTis-kasrad-iqca-Seuqcevadi-procesebi-252477834.html
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23663/69/236636933_224:0:2775:1913_1920x0_80_0_0_e23dd710ca098a3e09ec0557ec29a5e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა კავშირის ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზე ქვეყნდება.
ევროსტატის სპეციალისტებმა, საქმიანი აქტიურობის აღდგენის კვლადაკვალ, სათბური გაზების გამოფრქვევის გაზრდა დააფიქსირეს.
ამ კუთხით ლიდერი ბულგარეთი გახდა, სადაც გასულ წელთან შედარებით გამოფრქვევები 22,7%-ით გაიზარდა.
ატმოსფეროს დაბინძურების კუთხით მეორე ადგილზე ლატვია მოხვდა, სადაც სათბური გაზების გამოფრქვევამ 16,2%-ით მოიმატა, ხოლო მესამეზე საბერძნეთია 13,1%-ით.
აღინიშნება, რომ მანამდე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ციმბირში სათბური გაზების ახალი წყარო აღმოაჩინა. როგორც ფინელმა, გერმანელმა და რუსმა სწავლულებმა დაადგინეს, აღმოსავლეთ ციმბირის მაღლობებზე, რომლებიც ორგანული მასალებითაა მდიდარი, მარადი მზრალობის დნობისას დიდი რაოდენობით უკიდურესად აქტიური სათბური გაზი — აზოტის ოქსიდი გამოიყოფა. სათბური გაზები კი კლიმატის ცვლილებას იწვევს.
მანამდე ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელსაც მსოფლიოს 158 ქვეყნის 14 ათასმა მეცნიერმა მოაწერა ხელი. სწავლულების კვლევის თანახმად, დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა — სათბური გაზების კონცენტრაციის, ოკეანის გამჟავიანებისა და ცხოველთა სულადობის ჩათვლით — ახალი რეკორდი დაამყარა გაუარესების კუთხით.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი, ნახშირორჟანგის დონის მატებასთან ერთად, პლანეტას „დენთის კასრად“ აქცევს — მატულობს კლიმატური უბედურებების რაოდენობა: სულ უფრო ხშირად ხდება წყალდიდობები, შტორმები, ტყის ხანძრები და სხვ.
მეცნიერები მოუწოდებენ კაცობრიობას, გაერთიანდნენ ბუნების კრიზისის გადასალახად, რომლის უპირველეს მიზეზადაც ისინი ადამიანის მიერ პლანეტის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას მიიჩნევენ.