https://sputnik-georgia.com/20220217/blinkenisa-da-lavrovis-sexvedra-moskovis-pasuxzea-damokidebuli-264514825.html
ვაშინგტონი პასუხს ელოდება: ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა მოსკოვზეა დამოკიდებული
ვაშინგტონი პასუხს ელოდება: ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა მოსკოვზეა დამოკიდებული
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვედრის ჩატარებას მას შემდეგ... 17.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-17T11:17+0400
2022-02-17T11:17+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263802700_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_3f4f0c213132ff655a92f0605d856133.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვედრის ჩატარებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ვაშინგტონი მოსკოვისგან უსაფრთხოების სფეროში შეთავაზებებზე პასუხებს მიიღებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა.ამასთან ერთად მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მომენტისთვის ბლინკენის გრაფიკში ლავროვთან არც სატელეფონო საუბარია მონიშნული და არც პირისპირ შეხვედრა.ნედ პრაისის თქმით, აშშ დღე-დღეზე ელოდება რუსეთის პასუხს უსაფრთხოების გარანტიებზე და იმედი აქვს, რომ ეს იქნება პასუხი, რომელიც დიპლომატიური მუშაობის გაგრძელების საშუალებას გააჩენს.მანამდე, 15 თებერვალს ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შეთავაზებებზე მოსკოვის პასუხი თეთრ სახლს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტების პროექტები გადასცა ბრიუსელსა და ვაშინგტონს. კრემლი დაჟინებით მოითხოვდა ბლოკის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, მათ ტერიტორიებზე ბაზების შექმნაზე უარს, რუსეთის საზღვართან შემტევი შეიარაღების განლაგების შეზღუდვას, ევროპიდან ამერიკული ბირთვული იარაღის გატანას და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს. რუსეთმა თავის მოთხოვნებზე 26 იანვარს მიიღო წერილობითი პასუხი — შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უარი თქვეს ხელი მოეწერათ ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებზე ისეთი სახით, როგორც ეს რუსეთმა შესთავაზა. მოსკოვში აღნიშნეს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უგულებელყვეს ყველაზე მნიშვნელოვანი — ალიანსში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გაწევრიანებაზე უარის საკითხი. ამასთან ერთად ვაშინგტონმა მოსკოვს განსახილველი საკითხების თავისი ვერსია შესთავაზა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში აშშ და ნატო მზად არიან განიხილონ რუსეთთან უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი. როგორც ნატომ მანამდე განაცხადა, კონფრონტაცია არ სურს, მაგრამ თავისთვის პრინციპულ საკითხებში კომპრომისზე წასვლას არ გეგმავს.წყარო: MSNBC
https://sputnik-georgia.com/20220202/el-pas-pasuxebi-rusets-264087503.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263802700_222:0:2953:2048_1920x0_80_0_0_11d77469b17c0b72b49d06e6c3b38f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვედრის ჩატარებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ვაშინგტონი მოსკოვისგან უსაფრთხოების სფეროში შეთავაზებებზე პასუხებს მიიღებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა.
„როცა ჩვენ [პასუხს] მივიღებთ, ვფიქრობ, ეს მათთვის ბუნებრივი შესაძლებლობა იქნება, რომ კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდნენ“, — აღნიშნა პრაისმა ტელეარხ MSNBC-თან ინტერვიუში.
ამასთან ერთად მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მომენტისთვის ბლინკენის გრაფიკში ლავროვთან არც სატელეფონო საუბარია მონიშნული და არც პირისპირ შეხვედრა.
ნედ პრაისის თქმით, აშშ დღე-დღეზე ელოდება რუსეთის პასუხს უსაფრთხოების გარანტიებზე და იმედი აქვს, რომ ეს იქნება პასუხი, რომელიც დიპლომატიური მუშაობის გაგრძელების საშუალებას გააჩენს.
მანამდე, 15 თებერვალს ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შეთავაზებებზე მოსკოვის პასუხი თეთრ სახლს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტების პროექტები გადასცა ბრიუსელსა და ვაშინგტონს. კრემლი დაჟინებით მოითხოვდა ბლოკის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, მათ ტერიტორიებზე ბაზების შექმნაზე უარს, რუსეთის საზღვართან შემტევი შეიარაღების განლაგების შეზღუდვას, ევროპიდან ამერიკული ბირთვული იარაღის გატანას და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს.
რუსეთმა თავის მოთხოვნებზე 26 იანვარს მიიღო წერილობითი პასუხი — შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უარი თქვეს ხელი მოეწერათ ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებზე ისეთი სახით, როგორც ეს რუსეთმა შესთავაზა. მოსკოვში აღნიშნეს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უგულებელყვეს ყველაზე მნიშვნელოვანი — ალიანსში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გაწევრიანებაზე უარის საკითხი.
ამასთან ერთად ვაშინგტონმა მოსკოვს განსახილველი საკითხების თავისი ვერსია შესთავაზა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში აშშ და ნატო მზად არიან განიხილონ რუსეთთან უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი. როგორც ნატომ მანამდე განაცხადა, კონფრონტაცია არ სურს, მაგრამ თავისთვის პრინციპულ საკითხებში კომპრომისზე წასვლას არ გეგმავს.