„საბავშვო ბაღში არ ვართ": რეაქცია მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
როგორც დღეს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა სცემს პასუხს".
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „საბავშვო ბაღი“ უწოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის თაობაზე.
პარლამენტმა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი სასამართლოს მიერ იანვარში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა. მოგვიანებით კობახიძემ განაცხადა, რომ თუ დეპუტატი ჩადენილ ქმედებას მოინანიებდა, დიდი ალბათობით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსხვავებული იქნებოდა.

„ნორმალური პოლიტიკოსები ასე არ საუბრობენ. ეს არის პოლიტიკური პროცესების პარტიული ნაჭუჭიდან ყურება. ჩვენ არ ვართ საბავშვო ბაღში, ბაღის აღსაზრდელები არ ვართ და კობახიძე არ არის ჩვენი აღმზრდელი, რომ ასე ჭკუას გვარიგებდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, კობახიძის განცხადება იმის აღიარებაა, რომ იგი პოლიტიკურ პროცესებს საკუთარი პარტიული პრიზმიდან უყურებს.
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
მიიღებს თუ არა ბადრი ჯაფარიძე 2 აპრილს „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას: დეკანოიძის განცხადება
„ეს არის გულდასწყვეტი, როცა ასე უყურებ მოვლენებს: თუ „ქართული ოცნებისთვის" კარგ რამეს გააკეთებ, პრობლემა არ გექნება და თუ არ გააკეთებ, მაშინ პრობლემა გექნება და მანდატს გაგიუქმებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ჯაფარიძეს უფლებამოსილება 15 თებერვალს შეუჩერა.
რაც შეეხება განაჩენს, სასამართლომ ჯაფარიძე და მისი პარტნიორი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ჩადენილ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ორივე გათავისუფლდა პატიმრობიდან სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციებს ეხებოდა.
პოლიტიკოსი დანაშაულს არ აღიარებს და პარლამენტში დაბრუნებას 2 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების გზით გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0