https://sputnik-georgia.com/20220216/saqartvelos-mosaxleoba-fasebis-zrdas-aprotestebs-264505439.html
საქართველოს მოსახლეობა ფასების ზრდას აპროტესტებს
საქართველოს მოსახლეობა ფასების ზრდას აპროტესტებს
Sputnik საქართველო
ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ აქციები კასპში, სამტრედიასა და ოზურგეთში გაიმართა
2022-02-16T19:31+0400
2022-02-16T19:31+0400
2022-02-16T21:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226508_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_91127b3cccaaecc5ffc4cc2c9ec97f6e.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კომუნალური გადასახადების გაზრდისა და სურსათზე ფასების მომატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა.აქცია ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა. პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები ერთდროულად შეიკრიბნენ კასპში, სამტრედიასა და ოზურგეთში.აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცრუ დაპირებებს იძლეოდა და საკუთარი ხალხი შიმშილისა და სიღარიბისთვის გაწირა.მომიტინგეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით „ქართულმა ოცნებამ მათხოვრებად გვაქცია“, „არა ცხოვრების გაძვირებას“.საპროტესტო აქციაზე მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მსგავსი აქციების გამართვის მორალური უფლება, რადგან მოსახლეობის მხარდაჭერა არ გააჩნია.თბილისში ფასების ზრდის გამო პროტესტს გამოთქვამენ >>სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ერთ წელიწადში ბოსტნეული გაძვირდა 23,3%-ით, პური და პურპროდუქტები – 20,5%-ით, ზეთი – 19,6%-ით. შაქარი – 18,2%-ით, რძე და კვერცხი – 14,4%-ით.საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, თუმცა ამას მოსახლეობაზე გავლენა არ მოუხდენია გასულ წელს, რადგან ძველ და ახალ ტარიფებს შორის სხვაობა სახელმწიფომ დაფარა.გარდა ამისა, 2021 წლის 1 ივნისიდან თბილისში გაზზე სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46,138 თეთრიდან 53,972 თეთრამდე გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226508_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_081c8bdb9a46845d41057ae38aba4096.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მოსახლეობა ფასები ზრდა პროტესტი
საქართველო მოსახლეობა ფასები ზრდა პროტესტი
საქართველოს მოსახლეობა ფასების ზრდას აპროტესტებს
19:31 16.02.2022 (განახლებულია: 21:44 16.02.2022) ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ აქციები კასპში, სამტრედიასა და ოზურგეთში გაიმართა.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კომუნალური გადასახადების გაზრდისა და სურსათზე ფასების მომატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა.
აქცია ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა. პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები ერთდროულად შეიკრიბნენ კასპში, სამტრედიასა და ოზურგეთში.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცრუ დაპირებებს იძლეოდა და საკუთარი ხალხი შიმშილისა და სიღარიბისთვის გაწირა.
მომიტინგეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით „ქართულმა ოცნებამ მათხოვრებად გვაქცია“, „არა ცხოვრების გაძვირებას“.
„ისინი ტარიფების ორჯერ გაიაფებას გვპირდებოდნენ. ამის მაგივრად კი ხალხს ცხოვრება გაუსაძლისი გაუხადეს“, – განაცხადა კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნუგზარ ნონიაშვილმა.
საპროტესტო აქციაზე მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მსგავსი აქციების გამართვის მორალური უფლება, რადგან მოსახლეობის მხარდაჭერა არ გააჩნია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ერთ წელიწადში ბოსტნეული გაძვირდა 23,3%-ით, პური და პურპროდუქტები – 20,5%-ით, ზეთი – 19,6%-ით. შაქარი – 18,2%-ით, რძე და კვერცხი – 14,4%-ით.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, თუმცა ამას მოსახლეობაზე გავლენა არ მოუხდენია გასულ წელს, რადგან ძველ და ახალ ტარიფებს შორის სხვაობა სახელმწიფომ დაფარა.
გარდა ამისა, 2021 წლის 1 ივნისიდან თბილისში გაზზე სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46,138 თეთრიდან 53,972 თეთრამდე გაიზარდა.