თბილისში ფასების ზრდის გამო პროტესტს გამოთქვამენ

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
სამთავრობო კანცელარიასთან აქცია–პერფორმანსი გამართა პარტიამ „ხალხისთვის".
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ხალხისთვის" თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვეყანაში ფასების ზრდა და, პირველ რიგში, საკვები პროდუქტების გაძვირება გააპროტესტა, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი ადგილიდან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ერთ წელიწადში ბოსტნეული გაძვირდა 23,3%-ით, პური და პურპროდუქტები – 20,5%-ით, ზეთი – 19,6%-ით. შაქარი – 18,2%-ით, რძე და კვერცხი – 14,4%-ით.
„მოვიტანეთ თოკი, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ხელისუფლება ხალხს ახრჩობს. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი და ყველი, ადამიანებისთვის აბსტრაქცია გახდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ხალხის ხმა უკვე მერამდენე წელია აღარ ესმის", – განაცხადა პარტიის წევრმა ნინო წულაძემ.
მისი თქმით, კვების პროდუქტებზე ფასები საოცარი სისწრაფით იზრდება.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, საქართველო მექსიკას ემსგავსება, სადაც მოსახლეობის 97% ღარიბია, ხოლო 3% – ელიტა.
საპროტესტო ტალღა: საქართველოს მოსახლეობა ფასების შემცირებას მოითხოვს>>
აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობასთან მიიტანეს კვერცხი, ზეთი, მწვანილი და ბოსტნეული. ისინი შეეცადნენ გაძვირებული პროდუქტები კანცელარიის შენობაში შეეტანათ, მაგრამ მათ გზა დაცვამ გადაუღობა.
აქციის მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის გაძვირება, რაც, მათი თქმით, კიდევ უფრო დაარტყამს მოსახლეობის ჯიბეს.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ აქციები პერმანენტულად გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0