სამი ოპოზიციური პარტია შეიძლება სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩეს

© photo: Sputnikსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ და „დროას“ ლიდერებს
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ერთბაშად სამი ოპოზიციური პარტია - „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და „დროა“ შეიძლება სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩნენ იმის გამო, რომ მათმა ლიდერებმა სადეპუტატო მანდატები დაკარგეს.
საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ და „დროას“ ლიდერებს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას.
კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ თანახმად, პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლებას კარგავს, თუ აღნიშნული პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება და მათი შეცვლის შესაძლებლობა არ არის.
აღნიშნული ვითარება თუ შეიქმნა, პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეწყდება შემდეგი კალენდარული თვის პირველი დღიდან.
პარტია „ლელო“ პარლამენტში ოთხი დეპუტატით იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთის – მამუკა ხაზარაძის სადეპუტატო უფლებამოსილება გასული წლის ნოემბერში შეწყდა. ხაზარაძემ მანდატზე უარი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პროტესტის ნიშნად თქვა.
რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“ და „დროას“, ეს პარტიები საკანონმდებლო ორგანოში თითო დეპუტატით იყვნენ წარმოდგენილი.
საქართველოს პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა მანდატი დაკარგა >>
ყველა ახალი ამბავი
0