https://sputnik-georgia.com/20220215/saqartvelos-parlamentis-otxma-deputatma-mandati-dakarga-264468517.html
საქართველოს პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა მანდატი დაკარგა
საქართველოს პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა მანდატი დაკარგა
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტმა მანდატი ყოფილ სპიკერს კახა კუჭავას ჩამოართვა
2022-02-15T18:53+0400
2022-02-15T18:53+0400
2022-02-15T21:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322258_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_abfad08c2530f59d959a5bf0b0032625.jpg
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის, პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასა და პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.ნათელაშვილისთვის მანდატის ჩამორთმევას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 28, ხოშტარიასთვის მანდატის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 9 დეპუტატი, ჯაფარიძისთვის კი მანდატის ჩამორთმევის მომხრე იყო 77 დეპუტატი, 37 კი წინააღმდეგი იყო.ხოშტარიამ და ნათელაშვილმა მანდატები პლენარული სხდომების სისტემატური გაცდენების გამო დაკარგეს.რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის შემთხვევაში მიზეზი სასამართლოს განაჩენია.12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტმა მანდატი ჩამოართვა ყოფილ სპიკერს კახა კუჭავას – მისივე განცხადების საფუძველზე. ამ საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 5.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322258_439:318:2745:2048_1920x0_80_0_0_548476c2d41761088470d581a15c06bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი ოთხი დეპუტატი მანდატი
საქართველო პარლამენტი ოთხი დეპუტატი მანდატი
საქართველოს პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა მანდატი დაკარგა
18:53 15.02.2022 (განახლებულია: 21:08 15.02.2022) ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტმა მანდატი ყოფილ სპიკერს კახა კუჭავასაც ჩამოართვა.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის, პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასა და პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ნათელაშვილისთვის მანდატის ჩამორთმევას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 28, ხოშტარიასთვის მანდატის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 9 დეპუტატი, ჯაფარიძისთვის კი მანდატის ჩამორთმევის მომხრე იყო 77 დეპუტატი, 37 კი წინააღმდეგი იყო.
ხოშტარიამ და ნათელაშვილმა მანდატები პლენარული სხდომების სისტემატური გაცდენების გამო დაკარგეს.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის შემთხვევაში მიზეზი სასამართლოს განაჩენია.
12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.
ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტმა მანდატი ჩამოართვა ყოფილ სპიკერს კახა კუჭავას – მისივე განცხადების საფუძველზე. ამ საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 5.