https://sputnik-georgia.com/20220216/ramdenma-adamianma-isargebla-dagrovebiti-pensiit-264494765.html
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის დაგროვებითი პენსიით, რომელიც 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, უკვე ისარგებლა 1.524-მა ადამიანმა.
2022-02-16T16:42+0400
2022-02-16T16:42+0400
2022-02-16T20:16+0400
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/89/234438904_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_15f048a0cb2f4f8254bf3d8289192c4d.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოში დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი, 2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 292 მილიონი ლარია, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება კი 2,096 მილიარდ ლარს შეადგენს.საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში 1.250 ათასი ადამიანია ჩართული. ამ დროისათვის დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 1.524-მა ადამიანმა.საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში წლიურ ეფექტურ 11,6%-ში, ფონდის მოგებამ საქმიანობის დაწყების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) დღემდე 33% შეადგინა.სააგენტოს ინფორმაციით, პორტფელის 36% განთავსებულია ცვალებად საპროცენტო განაკვეთში, მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში. სადეპოზიტო სერტიფიკატები 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.წყარო: საპენსიო სააგენტო
https://sputnik-georgia.com/20220212/ramxela-tanxa-gamoimusava-sapensio-saagentom-ianvarsi-264375569.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/89/234438904_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_d20534f37821229146c521e266ad8ded.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დაგროვებითი პენსია დარიცხული სარგებელი
დაგროვებითი პენსია დარიცხული სარგებელი
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
16:42 16.02.2022 (განახლებულია: 20:16 16.02.2022) ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 1.250 ათასი ადამიანია ჩართული.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოში დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი, 2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 292 მილიონი ლარია, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება კი 2,096 მილიარდ ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში 1.250 ათასი ადამიანია ჩართული. ამ დროისათვის დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 1.524-მა ადამიანმა.
საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში წლიურ ეფექტურ 11,6%-ში, ფონდის მოგებამ საქმიანობის დაწყების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) დღემდე 33% შეადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, პორტფელის 36% განთავსებულია ცვალებად საპროცენტო განაკვეთში, მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში. სადეპოზიტო სერტიფიკატები 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.