მინისტრი: საქართველოში იმპორტჩანაცვლების პროცესი გაძლიერდება

© photo: Sputnikსავაჭრო ობიექტი
სავაჭრო ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაცია სწორედ ამ მიმართულებით მიდის.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ბიზნესს, რათა არ მოხდეს იმ პროდუქციის იმპორტი, რისი წარმოებაც ქვეყანაში შეიძლება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „პირველი არხის" გადაცემა „თავისუფალ ხედვაში".
საქართველოს ორჯერ მეტი პროდუქცია შემოაქვს, ვიდრე გააქვს. იანვარში 778,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი და 331,3 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

„ბოლო პერიოდში მსუბუქი მრეწველობის ძალიან ბევრი მიმართულებით დავინახეთ ადგილობრივი წარმოება. ბევრი სამშენებლო მასალა, რომელიც ადრე იმპორტირებული იყო, ჩანაცვლდა და ადგილზე იწარმოება. ეს იქნება ჩვენი გზა და ამ კუთხით კიდევ უფრო აქტიური ვიქნებით", – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მისი დავალებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" გუნდმა გააანალიზა ათასობით სასაქონლო კოდი და ხდება იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელზეც მეტი აქცენტი უფრო მიზანშეწონილი იქნება.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაწარმოოთ ის, რასაც დღეს ვყიდულობთ და შემოგვაქვს, და მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილზე აღმოვუჩინოთ", – აღნიშნა დავითაშვილმა.
ტანკერი ფოთის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
ვაჭრობა პლუსებშია: საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყველაფრის საქართველოში წარმოება შეუძლებელია და ეს მიზანშეწონილიც არ არის, დასძინა მინისტრმა.
„გლობალური მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების პირობებში არ არის არცერთი ქვეყანა, რომელიც ყველაფერს ერთ ადგილზე ქმნის. პირიქით, არის საკმაოდ ინტენსიური მიმოსვლა. ჩვენ შეგვიძლია სხვის ნედლეულზე დამატებითი ღირებულება აქ შევქმნათ და სხვა პროდუქტი გავიტანოთ", – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში ეკონომიკის ტრანსფორმაცია სწორედ ამ მიმართულებით მიდის.
წყარო: პირველი არხი
ყველა ახალი ამბავი
0