ვაჭრობა პლუსებშია: საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტანკერი ფოთის პორტში
ტანკერი ფოთის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
2021 წლის იანვარი–აპრილში საქართველოდან 1.119 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 19,6%-ით მეტია.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად საქართველოს საგარეო ვაჭრობა გაიზარდა – საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი–აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,8%-ით გაიზარდა და 3.929 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში

საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
საქართველოდან ევროპაში სამშენებლო მასალების ექსპორტი დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვაჭრობამ ვარდნა საქართველოში გასული წლის მარტიდან დაიწყო. საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები 2021 წლის დასაწყისიდან შემცირდა – იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,3%-ით, იანვარი–თებერვალში – 12%-ით შემცირდა, მიმდინარე წლის იანვარი–მარტში კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით შემცირდა.

ექსპორტთან ერთად გაიზარდა იმპორტიც – საანგარიშო პერიოდში საქართველოში შემოიტანეს 2.730 მლნ დოლარის პროდუქცია – გასული წლის იანვარი–აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 10,1%-ით მეტი. მხოლოდ 2021 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი 56,5%-ით გაიზარდა.

2021 წლის იანვარი–აპრილში სულ გაიტანეს 1.199 მლნ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 19,6%-ით მეტია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. გასული წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან ექსპორტი 70,2%-ით გაიზარდა.

ექსპორტის ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს სერიოზული ზარალი მიაყენა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გასულ წელს საქართველოს 1,5 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება აღმოუჩინეს, რათა ქვეყანას პანდემიის შოკით გამოწვეული საგადახდო ბალანსის საჭიროებები დაეკმაყოფილებინა. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
მორიგი ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“: ვის ეხმარება ამჯერად სახელმწიფო

სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. მთელ მსოფლიოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა, დაკეტილმა ბაზრებმა და იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდამ ხელისუფლება აიძულა გადაეხედა პრიორიტეტებისთვის, იმპორტჩანაცვლების ამბიციური გეგმის შესახებ გაეკეთებინა განცხადება და, შესაბამისად, დახმარებოდა ადგილობრივ ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს.

ფერმერების დასახმარებლად ხელისუფლებამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელზეც 300 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული პროგრამის წყალობით 200 ათასამდე ფერმერი დამატებითი შეღავათებით სარგებლობს.

ქვეყანაში ასევე ხორციელდება სხვა სახელმწიფო პროექტები: „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, საწარმოების თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, „საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში ფერმერების ხელშეწყობის პროექტი“, „ქართული ჩაი“. ზოგიერთი მათგანი კრიზისთან დაკავშირებით შეიცვალა.

კერძოდ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის წყალობით, რომელშიც ჩართულია 13 ბანკი და ოთხი სალიზინგო ორგანიზაცია, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა. 2020 წლის განმავლობაში 372 მლნ ლარის ღირებულების 6,2 ათასი სესხი გაიცა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 64,3 მლნ ლარი შეადგინა. 

მოსახლეობა სააღდგომოდ პროდუქტებს იმარაგებს - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას ვარაუდობს

მთავრობის აგროპოლიტიკის ძირითადი მიზანი იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდაა.

ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამონათვალშია სასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, პროდუქტების უსაფრთხოება და სოფლის განვითარება.

აგრარული სექტორის განვითარებისთვის უახლოეს ოთხ წელიწადში სახელმწიფო ერთ მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა გადახედავს ყველა სახელმწიფო პროგრამას და შეამოწმებს მის ეფექტურობას, ასევე განახორციელებს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური