Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბიულეტენის ნაცვლად კოვიდ-ტესტის დადებითი პასუხი: ჯანდაცვის უწყების განმარტება

© AP Photo / Bob Edmeკოვიდ-ტესტი
კოვიდ-ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
აღნიშნული ცნობა საავადმყოფო ფურცლის ტოლფასად ითვლება და, შესაბამისად, იზოლაციაში ყოფნის დღეები ექვემდებარება ანაზღაურებას.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა 7-8 დღით შემოიფარგლა, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR–ტესტის დადებითი პასუხი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცნობის მიღება პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება), ცნობის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი – 7 დღე“, – ნათქვამია განცხადებაში.
პირბადიანი ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
დღეიდან იზოლაციის ვადა ხუთ დღემდე მცირდება: ვის ეხება ცვლილება
გამონაკლისს წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები. ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან, ის არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს.
აღნიშნული ცვლილება უკვე ამოქმედდა და კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს შეეხება.
წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0