Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

8 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპირბადიანი ადამიანები
პირბადიანი ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.049-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.480.841-ს მიაღწია.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 19.049 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 8.972 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 2.854, აჭარა – 1.317, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.272, კახეთი – 1.229, შიდა ქართლი – 970, ქვემო ქართლი – 842, გურია – 710, მცხეთა-მთიანეთი – 446, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 130.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18.409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.289.168-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 51 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.628-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 176.019 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.017 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 2.402, იმერეთში – 1.201, აჭარაში – 737.
1.306 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 293 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 41, იმერეთში – 26.
ქიმიური ელემენტები  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 15 თებერვალი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.309 ადამიანი, მათ შორის 820 – თბილისში, 305 – აჭარაში.
168.693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 10 ადამიანი, ყველა თბილისში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.049-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.480.841-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0