Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 15 თებერვალი

© Pixabay / PublicDomainPicturesქიმიური ელემენტები
ქიმიური ელემენტები  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.289.168 ადამიანი; ჩატარებულია 2.779.761 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.593 ადამიანი.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.049-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.480.841-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.289.168 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 18.409), გარდაიცვალა – 15.628 (ბოლო 24 საათში – 51). კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.017 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.309 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 56.531 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39.936, PCR–ტესტით – 16.595.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 33,7%, ბოლო 14 დღის – 32,01%, ბოლო 7 დღის – 32,19%.
სულ ჩატარებულია 2.779.761 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.593 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0