ჯანდაცვის უწყებაში უარყვეს ხმები ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის დაპირისპირების შესახებ

© Nuclear Power Plantsთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
პანდემიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სრული კოორდინაციით მუშაობს, განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგ ამირან გამყრელიძეს შორის დაპირისპირება არ არის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პრემიერს სურს შეცვალოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„მსგავ­სი ტი­პის არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მთლი­ა­ნად პრო­ცესს აზა­რა­ლებს. ეპი­დე­მი­ის მარ­თვა ისე­დაც რთუ­ლია და ნამ­დვი­ლად არ არის სა­ჭი­რო ამ ტი­პის ფაქ­ტებ­ზე აპე­ლი­რე­ბა, რაც არც დადას­ტუ­რე­ბუ­ლია და არც არა­ნა­ი­რად არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი", – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ პანდემიასთან ბრძოლის სამთავრობო გუნდი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს „ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და სრული კოორდინაციით".
„ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რე­ჟიმ­ში, ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც", – აღნიშნა გაბუნიამ.
ღარიბაშვილი მწვავედ გააკრიტიკეს, და პირველ რიგში ეპიდემიოლოგებმა, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის" წინააღმდეგ თითქმის არ მუშაობს და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა. აცრის მიუხედავად მაინც გადამედო „ომიკრონი", თქვა პრემიერმა.
ღარიბაშვილი: „ომიკრონის" დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს>>
მოგვიანებით მთავრობაში განაცხადეს, რომ პრემიერი არ არის ანტივაქსერი, ის გულისხმობდა, რომ ვაქცინა არ ამცირებს ინფიცირების რისკს, მაგრამ იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.
ექსპერტების და ოპოზიციონერების ნაწილი ამტკიცებს, რომ მთავრობის მეთაურის და ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის მოსაზრებები კარდინალურად განსხვავდება და ღარიბაშვილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის შეცვლა სურს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენის დღიდან ეპიდემიოლოგები აცრის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ექსპერტების თქმით, ვაქცინა დაავადების მძიმედ მიმდინარეობისგან და ლეტალური შედეგისგან იცავს.
ყველა ახალი ამბავი
0