Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ღარიბაშვილი: „ომიკრონის" დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ „ომიკრონით" ინფიცირება „დელტა" შტამთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ის არც ისე უსაფრთხოა, როგორც ამას ბევრი მიიჩნევს.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის" დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ გაუქმდა კოვიდ-პასპორტები.

„ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება. „დელტას" და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის" დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს", – განმარტა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი".
„მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი Pfizer-ის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი". მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი", – აღნიშნა მან.
ღარიბაშვილის განცხადებით, გაგრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები, მთავარი ამოცანა კი 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა იქნება, რათა იმ ადამიანებს, ვინც ასაკშია და ქრონიკული დაავადებები აქვთ, არ გაურთულდეთ ვირუსი.
სპეციალისტები კი თვლიან, რომ რადგან „ომიკრონი" წინა შტამებისგან განსხვავებით ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს, საზოგადოების დიდი ნაწილი მას არასერიოზულად აღიქვამს, რაც შეცდომაა. ისინი ერთადერთ გამოსავლად ვაქცინაციასა და რეგულაციების დაცვას მიიჩნევენ.
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვინაა დამნაშავე COVID-19-სგან სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელში – ექს-მინისტრი
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.
ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - "ომიკრონის" სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0