როგორ შეიძლება?! – გამყრელიძე ღარიბაშვილთან დაპირისპირების თაობაზე

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
ექსპერტების და ოპოზიციონერების ნაწილი ამტკიცებს, რომ მთავრობის მეთაურის და ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის მოსაზრებები კარდინალურად განსხვავდება და ღარიბაშვილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის შეცვლა სურს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირების თაობაზე საზოგადოებაში გავრცელებული ხმები უარყო.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერს სურს შეცვალოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
„როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ ვინმესთან დაპირისპირებაში შევიდე, მით უმეტეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირია, იგი კი ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი.

„ჩვენ ძალიან ნორმალური, შეიძლება ითქვას, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს (უწყებათშორისი საკოორდინაციო) საბჭოს ფარგლებში. ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას ყველასთან. ამიტომ, დარწმუნებული იყავით, არავითარი დაპირისპირება არ არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბრიფინგზე ჟურნალისტებმა გამყრელიძეს ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შეფასებაც სთხოვეს, როცა პრემიერმა აღნიშნა, რომ „ომიკრონთან“ მიმართებით ვაქცინა არ მუშაობს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაქცინირებულია, მაინც დაინფიცირდა. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციამ მთავრობის მეთაური ანტივაქსერად მონათლა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
„პრემიერი ანტივაქსერებს ახალისებს!“ – ოპოზიციამ ღარიბაშვილი გააკრიტიკა
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქვეყნის პირველი პირი, ან ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელი, ან მე, ჩემი რომელიმე თანამშრომელი, იყოს ანტივაქსერი?! გუშინ ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ 50 წელს ზემოთ ყველა ადამიანმა ვაქცინა უნდა გაიკეთოს. მან მოსახლეობას ამისკენ მოუწოდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ მთავრობაშიც განმარტეს, რომ პრემიერი არ არის ანტივაქსერი, ის გულისხმობდა, რომ ვაქცინა არ ამცირებს ინფიცირების რისკს, მაგრამ იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.
ყველა ახალი ამბავი
0