https://sputnik-georgia.com/20220214/zurabisvilma-stainmaiers-germaniis-prezidentad-meored-arceva-miuloca-264414125.html
ზურაბიშვილმა შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცა
ზურაბიშვილმა შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა.
2022-02-14T13:56+0400
2022-02-14T13:56+0400
2022-02-14T18:18+0400
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო
გერმანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_0:0:3172:1785_1920x0_80_0_0_f5b398eb15c0114b071ec3c3867aad42.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა.13 თებერვალს გერმანიის ფედერალურმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეორე ვადით აირჩია. მან ფედერალური კრების წევრების ხმათა უმრავლესობა მიიღო – 1425-დან 1045 ხმა.შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტის პოსტს იკავებს 2017 წლის 19 მარტიდან, როდესაც მან იოაჰიმ გაუკი შეცვალა. შტაინმაიერი დაიბადა 1956 წელს დეტმოლდში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. 1975 წლიდან არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990-იან წლებში მუშაობდა ყოფილ კანცლერთან გერჰარდ შრიოდერთან, ჯერ მის როგორც ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრის ბიუროში, შემდეგ კი ფედერალურ სტრუქტურებში მისი კანცლერობის პერიოდში.2005-2009 წლებში, ასევე 2013-2017 წლებში იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2007-2009 წლებში იყო ვიცე-კანცლერი.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_b47eb16005142bf50acccdac2b7aa9f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზურაბიშვილი შტაინმაიერი გერმანია
ზურაბიშვილი შტაინმაიერი გერმანია
ზურაბიშვილმა შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცა
13:56 14.02.2022 (განახლებულია: 18:18 14.02.2022) საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სოციალ-დემოკრატი შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 2017 წლიდან.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა.
13 თებერვალს გერმანიის ფედერალურმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეორე ვადით აირჩია. მან ფედერალური კრების წევრების ხმათა უმრავლესობა მიიღო – 1425-დან 1045 ხმა.
„გულითადად ვულოცავ ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხელახლა არჩევას! შესაძლებლობა მქონდა საქართველოში მემასპინძლა თქვენთვის 2019 წელს, სადაც ჩვენ დავსახეთ გზები საქართველო–გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას!" – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტის პოსტს იკავებს 2017 წლის 19 მარტიდან, როდესაც მან იოაჰიმ გაუკი შეცვალა. შტაინმაიერი დაიბადა 1956 წელს დეტმოლდში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. 1975 წლიდან არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990-იან წლებში მუშაობდა ყოფილ კანცლერთან გერჰარდ შრიოდერთან, ჯერ მის როგორც ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრის ბიუროში, შემდეგ კი ფედერალურ სტრუქტურებში მისი კანცლერობის პერიოდში.
2005-2009 წლებში, ასევე 2013-2017 წლებში იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2007-2009 წლებში იყო ვიცე-კანცლერი.