https://sputnik-georgia.com/20220214/telass-da-telmikos-sagamoziebo-samsaxuric-sheamowmebs-264418501.html
„თელასსა“ და „თელმიკოს“ საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს
„თელასსა“ და „თელმიკოს“ საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს
Sputnik საქართველო
„თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმების პროცესში უკვე ჩართულია ენერგოომბუდსმენი.
2022-02-14T15:40+0400
2022-02-14T15:40+0400
2022-02-14T20:58+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/27/234062734_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2cae278c63361336b6bda76cdc4a000f.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისში მოქმედი ენერგოგამანაწილებელი და ენერგომიმწოდებელი კომპანიების - „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმების პროცესში ჩაერთვება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სპეციალისტები 7 თებერვლიდან „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმებას აწარმოებენ. სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა.პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი დავალება „გონივრულ ვადებში“ შესრულდება.ღარიბაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა ბევრი მოქალაქე არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხს იღებს, რაც დამატებითი სპეკულაციის მიზეზი გახდა.„ჩვენ რეალურად უნდა ვნახოთ, რაიმე უსამართლობას ან ტექნიკურ, მექანიკურ დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი… აუცილებელია მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გავცეთ პასუხი, რომელიც არგუმენტირებული უნდა იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერის თქმით, თუ კომპანიებში დარღვევები გამოვლინდება, ამას „მკაცრი რეაგირება“ მოჰყვება.როგორც ადრე სემეკში განაცხადეს, იგეგმება ნახევარი მილიონი აბონენტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის ამსახველი ანგარიშების და მრიცხველების დარიცხვების შესაბამისობის დადგენა. საუბარია 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდზე.„თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმების პროცესში უკვე ჩართულია ენერგოომბუდსმენი. „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის“ ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ“ ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.2021 წლის დეკემბერში კომპანიამ დარიცხვების ახალ სისტემაზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, კომპანიის თანამშრომლებმა მრიცხველების ჩვენება თვის ბოლო ოთხ რიცხვში უნდა აიღონ, ხოლო აბონენტებმა ქვითრები მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა მიიღონ.ეს უკვე მეორე შემოწმებაა, რომელიც ბოლო დროს ენერგოგამანაწილებელ და ენერგომიმწოდებელ კომპანიებში ტარდება. აგვისტოში არასწორი დარიცხვების გამო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანიას ერთ თვეში დარიცხვების გადაანგარიშება უნდა გაეკეთებინა და კომისიისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც შესრულდა, მაგრამ ოქტომბერში არასწორი დარიცხვების გამო მან კიდევ ერთი შენიშვნა მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20220212/rogor-mimdinareobs-telasisa-da-telmikos-semowmeba-energoombudsmenis-angarisi-264386518.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/27/234062734_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_f1e7028b4da7c4d877b4b9e877742045.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თელასი თელმიკო საგამოძიებო სამსახური თბილისი
საქართველო თელასი თელმიკო საგამოძიებო სამსახური თბილისი
„თელასსა“ და „თელმიკოს“ საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს
15:40 14.02.2022 (განახლებულია: 20:58 14.02.2022) სემეკის გადაწყვეტილებით, ენერგოკომპანიების შემოწმების პროცესი 3 მარტისთვის დასრულდება.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისში მოქმედი ენერგოგამანაწილებელი და ენერგომიმწოდებელი კომპანიების - „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმების პროცესში ჩაერთვება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სპეციალისტები 7 თებერვლიდან „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმებას აწარმოებენ. სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა.
„სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვო ლაშა ხუციშვილს (ფინანსთა მინისტრი), რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი დავალება „გონივრულ ვადებში“ შესრულდება.
ღარიბაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა ბევრი მოქალაქე არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხს იღებს, რაც დამატებითი სპეკულაციის მიზეზი გახდა.
„ჩვენ რეალურად უნდა ვნახოთ, რაიმე უსამართლობას ან ტექნიკურ, მექანიკურ დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი… აუცილებელია მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გავცეთ პასუხი, რომელიც არგუმენტირებული უნდა იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, თუ კომპანიებში დარღვევები გამოვლინდება, ამას „მკაცრი რეაგირება“ მოჰყვება.
როგორც ადრე სემეკში განაცხადეს, იგეგმება ნახევარი მილიონი აბონენტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის ამსახველი ანგარიშების და მრიცხველების დარიცხვების შესაბამისობის დადგენა. საუბარია 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდზე.
„თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმების პროცესში უკვე ჩართულია ენერგოომბუდსმენი.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის“ ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ“ ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.
2021 წლის დეკემბერში კომპანიამ დარიცხვების ახალ სისტემაზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, კომპანიის თანამშრომლებმა მრიცხველების ჩვენება თვის ბოლო ოთხ რიცხვში უნდა აიღონ, ხოლო აბონენტებმა ქვითრები მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა მიიღონ.
ეს უკვე მეორე შემოწმებაა, რომელიც ბოლო დროს ენერგოგამანაწილებელ და ენერგომიმწოდებელ კომპანიებში ტარდება. აგვისტოში არასწორი დარიცხვების გამო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანიას ერთ თვეში დარიცხვების გადაანგარიშება უნდა გაეკეთებინა და კომისიისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც შესრულდა, მაგრამ ოქტომბერში არასწორი დარიცხვების გამო მან კიდევ ერთი შენიშვნა მიიღო.