https://sputnik-georgia.com/20220214/sabajo-droulad-daasrulet-avtomobilebis-ganbajeba-264416767.html
საქართველოს საბაჟო: დროულად განახორციელეთ ავტომობილების განბაჟება
საქართველოს საბაჟო: დროულად განახორციელეთ ავტომობილების განბაჟება
Sputnik საქართველო
საბაჟო დეპარტამენტმა, სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კონკრეტული საქმის მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადასცა. 14.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-14T14:50+0400
2022-02-14T14:50+0400
2022-02-14T20:23+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/15/244631548_0:51:2000:1176_1920x0_80_0_0_150950dfacbb7eb009dedfc3bd60721b.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირება.უწყების ცნობით, ამ დრომდე აღრიცხვაზეა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც დარღვეულია საბაჟო გაფორმების ვადები და არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.ამასთან, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით (5 ლარი დღეში). რეექსპორტში დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს.ზემოაღნიშნული ვადების გადაცილება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას. თუმცა კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ეკონომიკური პრობლემების გამო, ასევე ბიზნესის ხელშეწყობისა და სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით ფინანსთა მინისტრის ბრძანებით სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს რამდენჯერმე შესთავაზეს გარკვეული შეღავათები. კერძოდ, თავდაპირველად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს განბაჟების ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე ჰქონდათ. შემდეგ აღნიშნული შეღავათი შეეხო 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებსაც. ბოლოს კი დეკლარირების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გადავადდა.საბაჟო დეპარტამენტმა, სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კონკრეტული საქმის მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადასცა.2021 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა 76.956-ს შეადგენს, რაც 2019-2020 წლების მაჩვენებლებზე მეტია.ბოლო სამ წელიწადში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა შეადგენს:წყარო: შემოსავლების სამსახური
https://sputnik-georgia.com/20211223/saqartveloshi-teqdatvalierebas-manqanebis-mcire-raodenoba-gadis-263108941.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/15/244631548_201:0:1978:1333_1920x0_80_0_0_61344b4a295738f8de7c81025a294bd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს საბაჟო: დროულად განახორციელეთ ავტომობილების განბაჟება
14:50 14.02.2022 (განახლებულია: 20:23 14.02.2022) საბაჟო დეპარტამენტმა, სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კონკრეტული საქმის მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადასცა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირება.
უწყების ცნობით, ამ დრომდე აღრიცხვაზეა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც დარღვეულია საბაჟო გაფორმების ვადები და არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით (5 ლარი დღეში).
რეექსპორტში დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს.
ზემოაღნიშნული ვადების გადაცილება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას. თუმცა კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ეკონომიკური პრობლემების გამო, ასევე ბიზნესის ხელშეწყობისა და სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით ფინანსთა მინისტრის ბრძანებით სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს რამდენჯერმე შესთავაზეს გარკვეული შეღავათები.
კერძოდ, თავდაპირველად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს განბაჟების ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე ჰქონდათ. შემდეგ აღნიშნული შეღავათი შეეხო 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებსაც. ბოლოს კი დეკლარირების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გადავადდა.
საბაჟო დეპარტამენტმა, სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კონკრეტული საქმის მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადასცა.
2021 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა 76.956-ს შეადგენს, რაც 2019-2020 წლების მაჩვენებლებზე მეტია.
ბოლო სამ წელიწადში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა შეადგენს:
2019 წელი – 56.325 ავტომობილი
2020 წელი – 61.141 ავტომობილი
2021 წელი – 76.956 ავტომობილი