https://sputnik-georgia.com/20211223/saqartveloshi-teqdatvalierebas-manqanebis-mcire-raodenoba-gadis-263108941.html
საქართველოში ტექდათვალიერებას ავტომობილების ნაკლები რაოდენობა გადის
საქართველოში ტექდათვალიერებას ავტომობილების ნაკლები რაოდენობა გადის
Sputnik საქართველო
საქართველოში პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T18:35+0400
2021-12-23T18:35+0400
2021-12-23T22:58+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24407/41/244074174_0:171:1824:1197_1920x0_80_0_0_4b930f8092ea479df71d4820c5b4363a.jpg.webp
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. 2021 წლის 11 თვეში ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 713,6 ათასმა ავტომობილმა გაიარა, რაც 37,3%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „პირველი არხის“ მიერ გავრცელებულ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მასალებში.ასოციაციის ცნობით, 2019 წლის 11 თვეში ტექდათვალიერება დაახლოებით 1,1 მილიონმა ავტომობილმა გაიარა.2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტექდათვალიერება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, რის გამოც ასოციაციამ 2021 და 2019 წლების მონაცემების შედარება გადაწყვიტა.30 ნოემბრისთვის ქვეყანაში 995.397 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.მსუბუქი ავტომობილებისთვის მომსახურების ღირებულება 60 ლარი, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 100 ლარია. იმ მძღოლებს, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებმა ტექდათვალიერება არ გაიარეს, თვეში ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა ევალებათ, შესაბამისად, თუ ტექდათვალიერებას წლის განმავლობაში არ გაივლიან, ჯარიმის ოდენობა 600 ლარია. თუ პირი ჯარიმას ექვს თვეში არ გადაიხდის, შეიძლება მას ნახევარი წლით მართვის უფლება ჩამოერთვას.
https://sputnik-georgia.com/20200523/vis-uwevs-da-vis-gadauvadda-teqdaTvalierebis-gavla-248560746.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24407/41/244074174_0:0:1824:1368_1920x0_80_0_0_17bb55d21203c610958f8c03be47e31d.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოში ტექდათვალიერებას ავტომობილების ნაკლები რაოდენობა გადის
18:35 23.12.2021 (განახლებულია: 22:58 23.12.2021) საქართველოში პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. 2021 წლის 11 თვეში ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 713,6 ათასმა ავტომობილმა გაიარა, რაც 37,3%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია
„პირველი არხის“ მიერ გავრცელებულ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მასალებში.
ასოციაციის ცნობით, 2019 წლის 11 თვეში ტექდათვალიერება დაახლოებით 1,1 მილიონმა ავტომობილმა გაიარა.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტექდათვალიერება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, რის გამოც ასოციაციამ 2021 და 2019 წლების მონაცემების შედარება გადაწყვიტა.
30 ნოემბრისთვის ქვეყანაში 995.397 ავტომობილი იყო რეგისტრირებული.
პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.
მსუბუქი ავტომობილებისთვის მომსახურების ღირებულება 60 ლარი, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 100 ლარია. იმ მძღოლებს, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებმა ტექდათვალიერება არ გაიარეს, თვეში ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა ევალებათ, შესაბამისად, თუ ტექდათვალიერებას წლის განმავლობაში არ გაივლიან, ჯარიმის ოდენობა 600 ლარია. თუ პირი ჯარიმას ექვს თვეში არ გადაიხდის, შეიძლება მას ნახევარი წლით მართვის უფლება ჩამოერთვას.