ვის უწევს და ვის გადაუვადდა ტექდათვალიერების გავლა

© Sputnik / Viktor Kaminskyავტომობილები რუსთაველის გამზირზე
ავტომობილები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს   საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რომელიც 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ტექნისპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში უწევდათ, ამ პროცედურისთვის 60 კალენდარული დღე მიეცათ.

საპატრულო პოლიცია ამოწმებს მანქანებს - Sputnik საქართველო
რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რომელიც  22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ.

„იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა უწევდათ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მათთვის განისაზღვრა დამატებით კიდევ 60 კალენდარული დღე, ანუ 21 ივლისამდე ისინი შეძლებენ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას. თუ მაგალითად დღეს, ან მომდევნო დღეებში უწევთ ტექდათვალიერება, ამ შემთხვევაში უკვე ამ ადამიანებმა თავის დროზე უნდა გაიარონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება”, – განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.

ხმალაძის განცხადებით, ვისაც უკვე დღეიდან უწევდა ტექინსპექტირების გავლა, ვალდებულები არიან ავტომობილების დათვალიერება განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 50 ლარით დაჯარიმდებიან.

პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3 000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0