https://sputnik-georgia.com/20220214/parlamenti-ori-axali-sajaro-uwyebis-xelmzrvanelebs-xval-aircevs-264437292.html
პარლამენტი ორი ახალი საჯარო უწყების ხელმძღვანელებს ხვალ აირჩევს
პარლამენტი ორი ახალი საჯარო უწყების ხელმძღვანელებს ხვალ აირჩევს
Sputnik საქართველო
დეპუტატები თითოეულ კანდიდატს ცალკე უყრიან კენჭს და სამსახურის ხელმძღვანელი გახდება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს
2022-02-14T22:07+0400
2022-02-14T22:07+0400
2022-02-14T23:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24778/02/247780243_0:104:1984:1220_1920x0_80_0_0_44fca4fb0e65878b0caaa24bb2629e74.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა დაასრულეს კანდიდატების მოსმენა პერსონალური მონაცემების დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობებზე. საკითხზე კენჭისყრა სამშაბათს გაიმართება.ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების თანახმად, 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კანდიდატებს აღარ მოუსმენენ და საკითხს პირდაპირ კენჭისყრაზე გაიტანენ.პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი თამარ ალფაიძე.პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეტენდენტები არიან: საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კარლო კაციტაძე და ქუთაისის რაიონული პროკურორი ემზარ გაგნიძე.რას მოითხოვს ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით >>საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს საჯარო მოხელეთა, მათ შორის, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომელთა დანაშაულს.პროცედურის თანახმად, ორივე შემთხვევაში დეპუტატები კენჭს უყრიან თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე და თითოეული სამსახურის უფროსი გახდება ის პრეტენდენტი, რომელიც ხმების უმრავლესობას მოიპოვებს.ვინ უხელმძღვანელებს საბოლოოდ სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია. კომიტეტებმა ოთხივე კანდიდატი მოიწონეს, შესაბამისად, გადაწყვეტილება დეპუტატების არჩევანზეა დამოკიდებული.წარმოდგენილ კანდიდატებს საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი არ უჭერს მხარს. ისინი კანდიდატებს კომპეტენციასა და წარსულს უწუნებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24778/02/247780243_110:0:1874:1323_1920x0_80_0_0_67f6ea2d4f8b5f7b76b374d5af196b83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარლამენტი 2 უწყება ხელმძღვანელები სამშაბათი არჩევა
პარლამენტი 2 უწყება ხელმძღვანელები სამშაბათი არჩევა
პარლამენტი ორი ახალი საჯარო უწყების ხელმძღვანელებს ხვალ აირჩევს
22:07 14.02.2022 (განახლებულია: 23:15 14.02.2022) დეპუტატები თითოეულ კანდიდატს ცალკე უყრიან კენჭს და სამსახურის ხელმძღვანელი გახდება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა დაასრულეს კანდიდატების მოსმენა პერსონალური მონაცემების დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობებზე. საკითხზე კენჭისყრა სამშაბათს გაიმართება.
ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების თანახმად, 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კანდიდატებს აღარ მოუსმენენ და საკითხს პირდაპირ კენჭისყრაზე გაიტანენ.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი თამარ ალფაიძე.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეტენდენტები არიან: საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კარლო კაციტაძე და ქუთაისის რაიონული პროკურორი ემზარ გაგნიძე.
საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს საჯარო მოხელეთა, მათ შორის, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომელთა დანაშაულს.
პროცედურის თანახმად, ორივე შემთხვევაში დეპუტატები კენჭს უყრიან თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე და თითოეული სამსახურის უფროსი გახდება ის პრეტენდენტი, რომელიც ხმების უმრავლესობას მოიპოვებს.
ვინ უხელმძღვანელებს საბოლოოდ სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია. კომიტეტებმა ოთხივე კანდიდატი მოიწონეს, შესაბამისად, გადაწყვეტილება დეპუტატების არჩევანზეა დამოკიდებული.
წარმოდგენილ კანდიდატებს საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი არ უჭერს მხარს. ისინი კანდიდატებს კომპეტენციასა და წარსულს უწუნებენ.