რას მოითხოვს ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR​) დასკვნას ელოდება.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ორი ახალი სტრუქტურის – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა, სახალხო დამცველი კი პროცესის შეჩერებას მოითხოვს.
დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, იურისტს, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილ სპეციალისტს ლელა ჯანაშვილსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, კონსტიტუციონალისტ თამარ ალფაიძეს.
ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
ვინ უხელმძღვანელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: კანდიდატებს ხვალ მოუსმენენ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედმა უფროსმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და უწყების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები გაასაჩივრა.
საკუთარი პოზიციის დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში ნინო ლომჯარიამაც გადაწყვიტა. მას იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას არაკონსტიტუციურად ცნობს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი იგი პროცესის შეჩერებას მოითხოვს.
სახალხო დამცველმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR​) ბიუროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის თხოვნითაც მიმართა.
2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სწორედ 1 მარტიდან დაიწყებენ ახალი სტრუქტურები ფუნქციონირებას.
მმართველი პარტიის დეპუტატები რეფორმას ინტერესთა კონფლიქტით ხსნიან, როდესაც პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მათი გაჟონვის დაუშვებლობაზე პასუხისმგებელი ორგანო თავად ასეთივე საგამოძიებო ორგანოა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს სამოხელეო დანაშაულებს, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური კი გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
ყველა ახალი ამბავი
0