https://sputnik-georgia.com/20220210/personalur-monacemta-dacvis-samsaxuris-uprosebis-kandidaturebs-parlamentshi-mousmenen-264303137.html
ვინ უხელმძღვანელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: კანდიდატებს ხვალ მოუსმენენ
ვინ უხელმძღვანელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: კანდიდატებს ხვალ მოუსმენენ
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1 მარტს უქმდება - იმავე დღიდან ახალი სტრუქტურები ამუშავდება
2022-02-10T12:03+0400
2022-02-10T12:03+0400
2022-02-10T15:58+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252126970_342:463:2210:1514_1920x0_80_0_0_ab7e1f41d65ddf08f9d9156efa990619.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ხვალ მოუსმენენ.2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.პრემიერის შესაბამისი ბრძანებებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. საკონკურსო კომისიამ კანდიდატურები შეარჩია და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა.მთავრობის მეთაურმა 7 თებერვალს პარლამენტს წარუდგინა ორ-ორი კანდიდატურა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთა თანამდებობებზე. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეტენდენტები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი თამარ ალფაიძე.საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ საკითხი ბიუროს გადაეგზავნება და კანდიდატურების შესარჩევი კენჭისყრა პარლამენტის სხდომაზე გაიმართება.პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური მუშაობს მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე და მას ხელი მიუწვდება საგამოძიებო ღონისძიებების დროს მოქალაქეთა ფარულ ჩანაწერებზე.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასახელებულია ორი პროკურორის კანდიდატურა – საქართველოს პროკურატურის საპროცესო მართვის დეპარტამენტის უფროსის კარლო კაციტაძის და ქუთაისის რაიონული პროკურორის ემზარ გაგნიძის.ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.
https://sputnik-georgia.com/20220204/sakonstitucio-sasamartlom-londa-toloraias-sarcheli-warmoebashi-miigo-264165539.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252126970_489:464:2001:1598_1920x0_80_0_0_a3c1825051809a49bb20c2653fa51a00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
საქართველო პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ვინ უხელმძღვანელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: კანდიდატებს ხვალ მოუსმენენ
12:03 10.02.2022 (განახლებულია: 15:58 10.02.2022) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1 მარტს უქმდება. იმავე დღიდან ახალი სტრუქტურები ამუშავდება.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ხვალ მოუსმენენ.
2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
პრემიერის შესაბამისი ბრძანებებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. საკონკურსო კომისიამ კანდიდატურები შეარჩია და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა 7 თებერვალს პარლამენტს წარუდგინა ორ-ორი კანდიდატურა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთა თანამდებობებზე.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეტენდენტები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი თამარ ალფაიძე.
საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ საკითხი ბიუროს გადაეგზავნება და კანდიდატურების შესარჩევი კენჭისყრა პარლამენტის სხდომაზე გაიმართება.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური მუშაობს მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე და მას ხელი მიუწვდება საგამოძიებო ღონისძიებების დროს მოქალაქეთა ფარულ ჩანაწერებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასახელებულია ორი პროკურორის კანდიდატურა – საქართველოს პროკურატურის საპროცესო მართვის დეპარტამენტის უფროსის კარლო კაციტაძის და ქუთაისის რაიონული პროკურორის ემზარ გაგნიძის.
ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.