https://sputnik-georgia.com/20220214/miwisqvesa-bizgebi-mteli-rame-grzeldeboda-264405408.html
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში მთელი ღამე გრძელდებოდა
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში მთელი ღამე გრძელდებოდა
Sputnik საქართველო
მთელი ღამის განმავლობაში საქართველოში მიწისძვრა შვიდჯერ დაფიქსირდა. მაქსიმალური სიმძლავრე იყო 6,2 მაგნიტუდა, ხოლო მინიმალური - 3,1.
2022-02-14T09:43+0400
2022-02-14T09:43+0400
2022-02-14T14:15+0400
მიწისძვრები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250700275_0:283:2816:1867_1920x0_80_0_0_57eb2dc796b9e09818f3e2a64b6c7d03.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ბიძგები კიდევ ექვსჯერ დაფიქსირდა, მათგან მინიმალური სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. ამას მოწმობს ქვეყნის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემები.თბილისელებმა მიწისძვრა 22:25 საათზე იგრძნეს. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დმანისთან, თბილისიდან 58 კილომეტრში მოხდა.სეისმოლოგების ინფორმაციით, შემდეგი, 4,5 მაგნიტუდის ბიძგი იმავე ადგილზე მოხდა 22:28 საათზე. ეპიცენტრი 11 კმ სიღრმეში იყო.შემდეგ ბიძგების სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდამდე შემცირდა – 00:14 საათზე, ბოლო, 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა კი 03:35 საათზე დაფიქსირდა.არის თუ არა მოსალოდნელი უფრო ძლიერი მიწისძვრა - თეა გოდოლაძის მოსაზრება>>პირველი მიწისძვრა საგრძნობი იყო მეზობელ ქვეყნებშიც – სომხეთში, სადაც მაგნიტუდა 5-ს შეადგენდა და აზერბაიჯანში, სადაც 3,5 მაგნიტუდა დაფიქსირდა.საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი (7 მაგნიტუდა) მიწისძვრა საქართველოში 1991 წელს რაჭასა და იმერეთში დაფიქსირდა. ეპიცენტრში ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა. მაშინ მიწისძვრას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და სამრეწველო ობიექტი.წყარო: სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250700275_299:0:2816:1888_1920x0_80_0_0_f8ef33f73ed284db1f86468a9dc8c520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიწისძვრა საქართველო სიმძლავრე მაგნიტუდა
მიწისძვრა საქართველო სიმძლავრე მაგნიტუდა
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში მთელი ღამე გრძელდებოდა
09:43 14.02.2022 (განახლებულია: 14:15 14.02.2022) ბოლო, 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა 03:35 საათზე დაფიქსირდა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ბიძგები კიდევ ექვსჯერ დაფიქსირდა, მათგან მინიმალური სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. ამას მოწმობს ქვეყნის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემები.
თბილისელებმა მიწისძვრა 22:25 საათზე იგრძნეს. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დმანისთან, თბილისიდან 58 კილომეტრში მოხდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, შემდეგი, 4,5 მაგნიტუდის ბიძგი იმავე ადგილზე მოხდა 22:28 საათზე. ეპიცენტრი 11 კმ სიღრმეში იყო.
შემდეგ ბიძგების სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდამდე შემცირდა – 00:14 საათზე, ბოლო, 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა კი 03:35 საათზე დაფიქსირდა.
პირველი მიწისძვრა საგრძნობი იყო მეზობელ ქვეყნებშიც – სომხეთში, სადაც მაგნიტუდა 5-ს შეადგენდა და აზერბაიჯანში, სადაც 3,5 მაგნიტუდა დაფიქსირდა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი (7 მაგნიტუდა) მიწისძვრა საქართველოში 1991 წელს რაჭასა და იმერეთში დაფიქსირდა. ეპიცენტრში ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა. მაშინ მიწისძვრას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და სამრეწველო ობიექტი.