https://sputnik-georgia.com/20220214/aris-tu-ara-mosalodneli-ufro-zlieri-miwiszvra-tea-godolazis-mosazreba-264402175.html
არის თუ არა მოსალოდნელი უფრო ძლიერი მიწისძვრა - თეა გოდოლაძის მოსაზრება
არის თუ არა მოსალოდნელი უფრო ძლიერი მიწისძვრა - თეა გოდოლაძის მოსაზრება
Sputnik საქართველო
ხშირი და არც ისე ძლიერი მიწისძვრები კარგი მაჩვენებელია, ისინი ხელს უწყობს იმას, რომ არ მოხდეს ერთი და ძლიერი მიწისძვრა
2022-02-14T00:42+0400
2022-02-14T00:42+0400
2022-02-14T13:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიწისძვრები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252502058_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_b7e2564fb5788e2fac81c5501abdc378.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ამ ღამით ბიძგები კიდევ იქნება, არა ისეთი ძლიერი როგორც 6,2 მაგნიტუდის, არამედ ნაკლები მაგნიტუდის - 3,2, 2,5, მაგრამ იქნება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ.კვირას, 22:25 საათზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნეს - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დმანისთან, თბილისიდან 58 კილომეტრში მოხდა. რამდენიმე წუთში კიდევ 2 აფთერშოკი მოხდა - 4,1 და 4,5 სიძლიერის. მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.გოდოლაძის თქმით, ხშირი და არც ისე ძლიერი მიწისძვრები კარგი მაჩვენებელია, ეს ერთგვარი „ენერგიის გამოთავისუფლებაა“, ისინი ხელს უწყობენ იმას, რომ არ მოხდეს ერთი და ძლიერი მიწისძვრა.„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მთლიანობაში სეისმურად აქტიური ზონაა, ამიტომ ასეთ მოვლენებს არ განვიხილავთ როგორც რაიმე განსაკუთრებულს. ყოველდღიურ სეისმურ რუკას თუ შეხედავთ, ბიძგები თითქმის ყოველდღე ხდება. ჯავახეთში ყოველთვის მეტი მიწისძვრა ხდება, ვიდრე სხვაგან საქართველოში. მითუმეტეს, როდესაც საუბარია სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ჯავახეთის ვულკანურ ქედზე“, - განაცხადა გოდოლაძემ.მიწისძვრის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში. არსებული ინფორმაციით, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა. მოსახლეობის ნაწილმა განმეორებითი ბიძგების შიშით ღამის გათენება ქუჩაში გადაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252502058_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_d6f5404a291c15c22e3f893a8a54313d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიწისძვრა თეა გოდოლაძე
არის თუ არა მოსალოდნელი უფრო ძლიერი მიწისძვრა - თეა გოდოლაძის მოსაზრება
00:42 14.02.2022 (განახლებულია: 13:32 14.02.2022) ხშირი და არც ისე ძლიერი მიწისძვრები კარგი მაჩვენებელია, ისინი ხელს უწყობს იმას, რომ არ მოხდეს ერთი და ძლიერი მიწისძვრა
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ამ ღამით ბიძგები კიდევ იქნება, არა ისეთი ძლიერი როგორც 6,2 მაგნიტუდის, არამედ ნაკლები მაგნიტუდის - 3,2, 2,5, მაგრამ იქნება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ.
კვირას, 22:25 საათზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნეს - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დმანისთან, თბილისიდან 58 კილომეტრში მოხდა. რამდენიმე წუთში კიდევ 2 აფთერშოკი მოხდა - 4,1 და 4,5 სიძლიერის. მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
„როგორც გახსოვთ, ზაფხულში - ივნისში, ივლისში, აგვისტოში დმანისში მუდმივად მიწისძვრები ხდებოდა. ეს ბოლო მიწისძვრა საშუალო კლასის არის, 6 ბალზე მაღალი“, - განაცხადა გოდოლაძემ ტელეარხ „მთავარის“ ეთერში.
გოდოლაძის თქმით, ხშირი და არც ისე ძლიერი მიწისძვრები კარგი მაჩვენებელია, ეს ერთგვარი „ენერგიის გამოთავისუფლებაა“, ისინი ხელს უწყობენ იმას, რომ არ მოხდეს ერთი და ძლიერი მიწისძვრა.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მთლიანობაში სეისმურად აქტიური ზონაა, ამიტომ ასეთ მოვლენებს არ განვიხილავთ როგორც რაიმე განსაკუთრებულს. ყოველდღიურ სეისმურ რუკას თუ შეხედავთ, ბიძგები თითქმის ყოველდღე ხდება. ჯავახეთში ყოველთვის მეტი მიწისძვრა ხდება, ვიდრე სხვაგან საქართველოში. მითუმეტეს, როდესაც საუბარია სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ჯავახეთის ვულკანურ ქედზე“, - განაცხადა გოდოლაძემ.
მიწისძვრის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში. არსებული ინფორმაციით, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა.
მოსახლეობის ნაწილმა განმეორებითი ბიძგების შიშით ღამის გათენება ქუჩაში გადაწყვიტა.