https://sputnik-georgia.com/20220214/aukrzales-tu-ara-saakasvils-paemnebi-xelisiuflebis-pasuxi-264438292.html
აეკრძალა თუ არა სააკაშვილს პაემნები: ხელისუფლების პასუხი
აეკრძალა თუ არა სააკაშვილს პაემნები: ხელისუფლების პასუხი
Sputnik საქართველო
ადვოკატის თქმით, ექს-პრეზიდენტს ახლო ნათესავების ნახვის უფლება თვეში ერთხელ აქვს
2022-02-14T23:02+0400
2022-02-14T23:02+0400
2022-02-14T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350329_0:0:2815:1583_1920x0_80_0_0_d78c6a26896e292076867b745bf47a4f.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს „პატიმრობის კოდექსი“ შეახსენა.სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ორშაბათს განაცხადა, რომ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ახლო ნათესავების ნახვის უფლება თვეში ერთხელ აქვს და ამას პატიმრის უფლებების უხეში დარღვევა უწოდა.უწყება აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტს უტარდება სათანადო სამედიცინო დახმარება და მკურნალობა ექიმის დანიშნულებით.„აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სააკაშვილის მიმართ კანონის აღსრულება ჩვეულებრივი ამბავია ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძისთვის.„გამოდის, რომ ათი ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც დღეს მსჯავრს იხდის სასჯელაღსრულების სისტემაში, სააკაშვილის ოჯახის აზრით, ყველა ზეწოლის ქვეშაა და მხოლოდ სააკაშვილს აქვს პრეტენზია ამ ზეწოლაზე. დანარჩენებმა, მისი აზრით, არ იციან თავისი უფლებები, არ აქვთ კანონი წაკითხული?.. წაიკითხეთ პატიმრობის კოდექსი, წაიკითხეთ ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც არეგულირებს ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან შეხვედრებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.ბოტოქსი, დიეტა და სტილისტი – როგორ ჩაიარა სააკაშვილის სასამართლო პროცესმა >>„პატიმრობის კოდექსი“ არეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომელიც ქვეყანაში არსებულ საპატიმროებს ეხება. კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულთან თავისუფალი შესვლის უფლებით სარგებლობენ ადვოკატები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და პარლამენტის დეპუტატები – საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში.ოჯახის წევრების და სხვა პირების ვიზიტები მკაცრად შეზღუდულია დაწესებულების ტიპის მიხედვით, რომელშიც სასჯელს კონკრეტული პატიმარი იხდის.წყარო - სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350329_10:0:2741:2048_1920x0_80_0_0_a78eac0b38e758977b453373cdee5f53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აკრძალვა სააკაშვილი პაემნები ხელისუფლება პასუხი
აკრძალვა სააკაშვილი პაემნები ხელისუფლება პასუხი
აეკრძალა თუ არა სააკაშვილს პაემნები: ხელისუფლების პასუხი
23:02 14.02.2022 (განახლებულია: 23:22 14.02.2022) ადვოკატის თქმით, ექს-პრეზიდენტს ახლო ნათესავების ნახვის უფლება თვეში ერთხელ აქვს.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს „პატიმრობის კოდექსი“ შეახსენა.
სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ორშაბათს განაცხადა, რომ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ახლო ნათესავების ნახვის უფლება თვეში ერთხელ აქვს და ამას პატიმრის უფლებების უხეში დარღვევა უწოდა.
„პატიმრობის კოდექსის“ 65-ე მუხლის თანახმად, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება საკანში, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი. მსჯავრდებული სააკაშვილი ინფორმირებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია ჰქონდეს ორი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი დამატებითი ხანგრძლივი პაემანი“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტს უტარდება სათანადო სამედიცინო დახმარება და მკურნალობა ექიმის დანიშნულებით.
„აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააკაშვილის მიმართ კანონის აღსრულება ჩვეულებრივი ამბავია ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძისთვის.
„გამოდის, რომ ათი ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც დღეს მსჯავრს იხდის სასჯელაღსრულების სისტემაში, სააკაშვილის ოჯახის აზრით, ყველა ზეწოლის ქვეშაა და მხოლოდ სააკაშვილს აქვს პრეტენზია ამ ზეწოლაზე. დანარჩენებმა, მისი აზრით, არ იციან თავისი უფლებები, არ აქვთ კანონი წაკითხული?.. წაიკითხეთ პატიმრობის კოდექსი, წაიკითხეთ ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც არეგულირებს ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან შეხვედრებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„პატიმრობის კოდექსი“ არეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომელიც ქვეყანაში არსებულ საპატიმროებს ეხება. კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულთან თავისუფალი შესვლის უფლებით სარგებლობენ ადვოკატები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და პარლამენტის დეპუტატები – საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში.
ოჯახის წევრების და სხვა პირების ვიზიტები მკაცრად შეზღუდულია დაწესებულების ტიპის მიხედვით, რომელშიც სასჯელს კონკრეტული პატიმარი იხდის.