https://sputnik-georgia.com/20220213/germaniis-prezidenti-meore-vadit-aircies-264399854.html
გერმანიის პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს
გერმანიის პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს
Sputnik საქართველო
შტაინმაიერი 1975 წლიდან არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი
2022-02-13T21:52+0400
2022-02-13T21:52+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24665/24/246652472_0:0:2451:1378_1920x0_80_0_0_7aaa10129a737d319ec598e4cd0f9a18.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.პრეზიდენტის ასარჩევად მოიწვიეს ქვეყნის სპეციალური საკონსტიტუციო ორგანო - გერმანიის ფედერალური ასამბლეა, რომელიც შედგება ბუნდესტაგის დეპუტატებისა და გერმანიის რეგიონების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც რეგიონული პარლამენტები ნიშნავენ.ამჯერად ფედერალური ასამბლეა შედგებოდა 1472 ადამიანისგან, რეგიონების დანიშნულ წარმომადგენლებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანიის თანადამფუძნებელი ოზლემ ტიურეჩი, პოპულარული ექსპერტი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი, ნაციონალური საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, ასტრონავტი ალექსანდრ გერსტი.შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტის იკავებს პოსტს 2017 წლის 19 მარტიდან, როდესაც მან იოაჰიმ გაუკის შეცვალა. შტაინმაიერი დაიბადა 1956 წელს დეტმოლდში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, 1975 წლიდან არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990-იან წლებში მუშაობდა ყოფილ კანცლერთან გერჰარდ შროდერთან, ჯერ მის როგორც ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრის ბიუროში, შემდეგ კი ფედერალურ სტრუქტურებში მისი კანცლერობის პერიოდში.2005-2009 წლებში, ასევე 2013-2017 წლებში იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2007-2009 წლებში იყო ვიცე-კანცლერი.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24665/24/246652472_0:0:2087:1565_1920x0_80_0_0_37bf0b054d80a3003284e12133bd1e30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია პრეზიდენტი მეორე ვადა
გერმანია პრეზიდენტი მეორე ვადა
გერმანიის პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს
21:52 13.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) შტაინმაიერი 1975 წლიდან არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.
პრეზიდენტის ასარჩევად მოიწვიეს ქვეყნის სპეციალური საკონსტიტუციო ორგანო - გერმანიის ფედერალური ასამბლეა, რომელიც შედგება ბუნდესტაგის დეპუტატებისა და გერმანიის რეგიონების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც რეგიონული პარლამენტები ნიშნავენ.
ამჯერად ფედერალური ასამბლეა შედგებოდა 1472 ადამიანისგან, რეგიონების დანიშნულ წარმომადგენლებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანიის თანადამფუძნებელი ოზლემ ტიურეჩი, პოპულარული ექსპერტი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი, ნაციონალური საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, ასტრონავტი ალექსანდრ გერსტი.
შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტის იკავებს პოსტს 2017 წლის 19 მარტიდან, როდესაც მან იოაჰიმ გაუკის შეცვალა. შტაინმაიერი დაიბადა 1956 წელს დეტმოლდში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, 1975 წლიდან არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990-იან წლებში მუშაობდა ყოფილ კანცლერთან გერჰარდ შროდერთან, ჯერ მის როგორც ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრის ბიუროში, შემდეგ კი ფედერალურ სტრუქტურებში მისი კანცლერობის პერიოდში.
2005-2009 წლებში, ასევე 2013-2017 წლებში იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2007-2009 წლებში იყო ვიცე-კანცლერი.