https://sputnik-georgia.com/20220212/telavsi-col-qmris-mkvlelobasi-ewvmitanils-brali-dauswreblad-waredgina-264384175.html
თელავში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
თელავში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.
2022-02-12T21:15+0400
2022-02-12T21:15+0400
2022-02-12T21:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 34 წლის გიორგი გაწირიძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემთხვევა სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში 10 თებერვალს მოხდა.როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული.ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ზემოაღნიშნული პირების მოკვლა გადაწყვიტა. 10 თებერვალს, საღამოს საათებში მან ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მალევე შეძლო მისი იდენტიფიცირება.„ცოლ-ქმარი მოკლა, ბავშვი კი დააბა“: კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – ვიდეო >>გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.წყარო - საქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თელავი ცოლი ქმარი მკვლელობა ბრალი წარდგენა
თელავი ცოლი ქმარი მკვლელობა ბრალი წარდგენა
თელავში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 34 წლის გიორგი გაწირიძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში 10 თებერვალს მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული.
ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ზემოაღნიშნული პირების მოკვლა გადაწყვიტა. 10 თებერვალს, საღამოს საათებში მან ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მალევე შეძლო მისი იდენტიფიცირება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.