„ცოლ-ქმარი მოკლა, ბავშვი კი დააბა“: კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – ვიდეო

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
ცოლ-ქმარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან იყვნენ, ისინი წლების განმავლობაში სოფელ კონდოლში მწყემსებად მუშაობდნენ.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რა დროსაც ცოლ-ქმარი მოკლეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
კერძოდ, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 34 წლის გ.გ-ძეა, რომელიც წარსულში უკვე არის ნასამართლევი მკვლელობის მუხლით.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ სოფელ კონდოლის ფერმაში დახოცილ ცოლ-ქმარს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ მწყემსებად, მკვლელმა ჯერ საწამლავი ჩაუყარა სასმელში, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მეზობლების თქმით, შემთხვევას შეესწრო მოკლულების 16 წლის ქალიშვილი, რომელიც დანაშაულისთვის ხელის შეშლას შეეცადა, მაგრამ თავდამსხმელმა გოგონა თოკით დააბა და ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის მოტივად ფულის გამოძალვაა დასახელებული. როგორც ირკვევა, 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილსა და 43 წლის მაკა ზურაბაშვილს გაყიდული ვენახის საფასური (30 ათასი ლარი) ანგარიშზე გუშინ დაერიცხათ და დამნაშავე, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფულს ითხოვდა მათგან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.
ყველა ახალი ამბავი
0