„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში შუალედურ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი წარადგინა

© photo: Sputnik / Stringerერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
„ნაცმოძრაობამ“ მაჟორიტარ კანდიდატად გარდაცვლილი თანაპარტიელის, ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი წამოაყენა
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
ბათუმში შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ქალაქის მცხოვრებთ საკრებულოს დეპუტატის არჩევა მოუწევთ, რომელიც შემოდგომით არჩეული ენმ-ის მაჟორიტარის, აწგარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ადგილს დაიკავებს.
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელიც იმ ბრძოლაში შედის, სადაც მამამ გაიმარჯვა, იქ, სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარ იარა და პირველ ტურშივე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმელებთან შეხვედრაზე.
ფუტკარაძის კონკურენტი არჩევნებზე იქნება მმართველი პარტიის კანდიდატი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე.
გარდა ამისა, 2 აპრილს შუალედური საპარლამენტო არჩევნები რუსთავსა და გარდაბანში გაიმართება. რუსთავის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
შუალედური არჩევნები: ცესკომ პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესი გაამარტივა >>
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 11-მა პარტიამ გაიარა, რომლებმაც საკუთარი კანდიდატები 4 მარტამდე უნდა წარადგინონ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით – მაჟორიტარული და პროპორციული (პარტიული სიების მიხედვით) ჩატარდა. თუ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, მის ადგილს პარტიული სიით მომდევნო წევრი იკავებს. მაჟორიტარი დეპუტატის შეცვლა კი მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0