https://sputnik-georgia.com/20220209/shualeduri-archevnebi-ceskom-rigiti-nomrebis-migebis-wesi-gaamartiva-264270336.html
შუალედური არჩევნები: ცესკომ პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესი გაამარტივა
შუალედური არჩევნები: ცესკომ პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესი გაამარტივა
Sputnik საქართველო
ცესკო გადაწყვეტილების მიზნად პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გამარტივებისთვის ხელშეწყობას ასახელებს.
2022-02-09T11:17+0400
2022-02-09T11:17+0400
2022-02-09T16:23+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260118746_0:30:1280:750_1920x0_80_0_0_6610b3a48564dd28d83c7b0f9cc78372.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. პარტიებს, რომლებიც ბოლო საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ, უფლება აქვთ შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენებში რიგითი ნომრები აირჩიონ, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.ადრე პარტიებს, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ ან თვითმმართველ ორგანოებში ადგილი ვერ მიიღეს, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რიგითობის ნომრების მიღება მხოლოდ კენჭისყრის შედეგად შეეძლოთ.პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება, ამ დღეს რუსთავი–გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 11-მა პარტიამ გაიარა, რომლებმაც საკუთარი კანდიდატები 4 მარტამდე უნდა წარადგინონ.რუსთავის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
https://sputnik-georgia.com/20220207/ceskom-ganacxadebis-eleqtronulad-wardgenis-platporma-danerga-264223398.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260118746_79:0:1216:853_1920x0_80_0_0_cd06170a40c980976a8d539895dd3bd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
შუალედური არჩევნები: ცესკომ პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესი გაამარტივა
11:17 09.02.2022 (განახლებულია: 16:23 09.02.2022) ცესკო გადაწყვეტილების მიზნად საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური გაერთიანებების ჩართულობის გამარტივების ხელშეწყობას ასახელებს.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. პარტიებს, რომლებიც ბოლო საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ, უფლება აქვთ შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენებში რიგითი ნომრები აირჩიონ, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ადრე პარტიებს, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ ან თვითმმართველ ორგანოებში ადგილი ვერ მიიღეს, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რიგითობის ნომრების მიღება მხოლოდ კენჭისყრის შედეგად შეეძლოთ.
„მიღებული ცვლილებების თანახმად, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია სხვა ნომრით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კი სხვა ნომრით გამოდიოდა, მას შესაძლებლობა ექნება ერთი რიგითი ნომერი აირჩიოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება, ამ დღეს რუსთავი–გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 11-მა პარტიამ გაიარა, რომლებმაც საკუთარი კანდიდატები 4 მარტამდე უნდა წარადგინონ.
რუსთავის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.