ცესკომ კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა დანერგა

© Sputnik / Alex Shlamovცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
უწყების ცნობით, ამ დროისათვის პლატფორმა საპილოტო რეჟიმში მუშაობს. სერვისი საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს, მონაცემები ოპერატიულად დაამუშაოს.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა დანერგა.
პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება, ამ დღეს რუსთავი–გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

„ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვა ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს დახვეწას. ეს სერვისი საარჩევნო ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას, დეტალურად და ოპერატიულად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები", – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში (რუსთავის №20, გარდაბნის №21 და ბათუმის №79) 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე გამოცხადდა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 7-დან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ ახალი პლატფორმის გამოყენებით, ოლქის ელექტრონულ მისამართებზე ან საოლქო საარჩევნო კომისიებში.
ცესკოს ბრიფინგების ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
შუალედური არჩევნები: ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია
ცესკოს ცნობით, შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 – რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 – ბათუმში.
რუსთავის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყველა ახალი ამბავი
0