„შემოდგომის ლეგენდა 2021“: გამოვლინდნენ გამარჯვებულები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
კონკურსის მიზანია ქართულ ლიტერატურაში ახალი სახეების აღმოჩენა და დამკვიდრება.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2021“-ის გამარჯვებულების დაჯილდოება ონლაინ-ფორმატში გაიმართა.
კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ თსუ-ის და კომპანია Silknet-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაწარმოებებს, სურს ლიტერატურული გამოცდილების მიღება, და მათი შემოქმედების საქართველოსთვის გაცნობა.
პირველი ადგილი და კონკურსის მთავარი პრიზი მარიამ ქავთარაძემ მოიპოვა ნაწარმოებისთვის „კურდღლები ჩვენს ეზოში“, მეორე ადგილზეა თაკო წულაია („ვის ეშინია უილიამ შექსპირის?“), ხოლო მესამე ადგილზე გურამ ხარშილაძე („პეპლების მოთვინიერება“) გავიდა.
„მადლობა იმ დღეებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, მიღებული გამოცდილებისთვის, ორგანიზატორთა ენთუზიაზმისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ხარისხს მუდმივად ინარჩუნებთ“, – განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა მარიამ ქავთარაძემ.
გამარჯვებულებს 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით ფულადი პრიზები გადაეცათ.
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისთვის კონკურსი გამოცხადდა
კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ ორ ეტაპად ტარდება. პირველ ტურში კონკურსანტებმა კონკურსის ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით გაგზავნეს საკუთარი ნამუშევრები ჟანრისა და თემისგან დამოუკიდებლად.
შემდეგ ჟიურიმ შეარჩია ათი მონაწილე, რომლებიც ფინალურ ტურში გადავიდნენ და 12 საათის განმავლობაში დაწერეს თავიანთი ნამუშევარი ჟიურის წევრების მიერ წარმოდგენილ თემაზე.
თსუ-ის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა" ტრადიციული, ყოველწლიური პროექტია და იგი 2009 წლიდან ტარდება.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებიც ჩაერთვნენ.
წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ყველა ახალი ამბავი
0