https://sputnik-georgia.com/20220211/saarchevno-komisiebshi-gamocxadebul-konkursshi-sabutebis-migeba-dasrulda-264358957.html
საუბნო კომისიების დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა
საუბნო კომისიების დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა
Sputnik საქართველო
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება. 11.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-11T18:50+0400
2022-02-11T18:50+0400
2022-02-11T21:45+0400
საქართველო
პოლიტიკა
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900005_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_adb996bbdd4b3dd22a65495841de104d.jpg
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციაში.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1.048 ვაკანტურ ადგილზე სულ 1.206 განაცხადი შევიდა. მათ შორის, რუსთავის საარჩევნო ოლქში 672 ვაკანტურ ადგილზე – 766, გარდაბანში 264 ვაკანტურ ადგილზე – 270, ხოლო ბათუმში 112 ადგილზე – 170.უწყების განცხადებით, კონკურსანტებს წელს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსებში განაცხადები ელექტრონულად წარედგინათ. უწყებამ შესაბამისი პლატფორმა 7 თებერვალს აამოქმედა.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება. პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება, ამ დღეს რუსთავი–გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 11-მა პარტიამ გაიარა, რომლებმაც საკუთარი კანდიდატები 4 მარტამდე უნდა წარადგინონ.ცესკოს ცნობით, შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 – რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 – ბათუმში.რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
https://sputnik-georgia.com/20220209/shualeduri-archevnebi-ceskom-rigiti-nomrebis-migebis-wesi-gaamartiva-264270336.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900005_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_69e4d270a2bb6eddbbbf1745116deb21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საუბნო კომისიების დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა
18:50 11.02.2022 (განახლებულია: 21:45 11.02.2022) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1.048 ვაკანტურ ადგილზე სულ 1.206 განაცხადი შევიდა. მათ შორის, რუსთავის საარჩევნო ოლქში 672 ვაკანტურ ადგილზე – 766, გარდაბანში 264 ვაკანტურ ადგილზე – 270, ხოლო ბათუმში 112 ადგილზე – 170.
უწყების განცხადებით, კონკურსანტებს წელს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსებში განაცხადები ელექტრონულად წარედგინათ. უწყებამ შესაბამისი პლატფორმა 7 თებერვალს აამოქმედა.
„ამ ტექნოლოგიური სიახლით ცესკოს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ისარგებლებენ როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატები და ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული პირები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება.
პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება, ამ დღეს რუსთავი–გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 11-მა პარტიამ გაიარა, რომლებმაც საკუთარი კანდიდატები 4 მარტამდე უნდა წარადგინონ.
ცესკოს ცნობით, შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 – რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 – ბათუმში.
რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.