https://sputnik-georgia.com/20220211/art-iza-mxatvari-iza-wuriasvili-264356739.html
ყველაფერი „იასამნებით“ დაიწყო, ანუ როგორ შეიქმნა Art Iza
ყველაფერი „იასამნებით“ დაიწყო, ანუ როგორ შეიქმნა Art Iza
Sputnik საქართველო
ყველაზე ლამაზი თვისება ადამიანში უბრალოება მგონია, უბრალო ადამიანი განსხვავებული და გამორჩეულია, მზესავით თბილი და ნათელია, ამბობს მხატვარი იზა წურიაშვილი. 11.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-11T19:27+0400
2022-02-11T19:27+0400
2022-03-16T12:13+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264352023_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_fffb26360405e29daac51f3f7d975a49.jpg
პროფესიით არქიტექტორია. სამხატვრო აკადემიის შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიც დაამთავრა. ბავშვობიდან ხატავს, მაგრამ საკუთარი ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა მხოლოდ პანდემიის დროს დაიწყო. მალე მისი ნახატის შეძენის მსურველები უცხოეთშიც გამოჩნდნენ. ნამუშევრებთან განშორებამდე მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს იღებს...— ქალბატონო იზა, სამხატვრო სკოლაში სწავლის დროს თქვენზე, როგორც ნორჩ მხატვარზე, პატარა მასალა დაიბეჭდა...— სამხატვრო სკოლაში სწავლის დროს ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში ხშირად იმართებოდა გამოფენები. მასში მეც ვიღებდი მონაწილეობას. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე ჟურნალისტები ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ და პატარა სტატია-რეცენზია დაწერეს. მაშინ 11 წლის ვიყავი და ჩემთვის ეს დიდი სიხარულის საბაბი გახდა, ასევე სტიმულიც, რომ მომავალში უფრო კარგად და ბევრი მეხატა.სწორედ იმ პერიოდში ჩემი ერთი ნახატი შეარჩიეს გამოფენისთვის, რომელიც მაშინ ჩეხოსლოვაკიაში გაიმართა.— ბუნებრივია, სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში განაგრძეთ სწავლა...— დიახ, რადგანაც ხატვა მიყვარდა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ავირჩიე არქიტექტურის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი. უკვე წლებია არქიტექტორად ვმუშაობ. მოგვიანებით სხვა პროფესიამაც დამაინტერესა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება შევისწავლე.— ერთი პერიოდი მხოლოდ სახლისთვის ხატავდით. რომელი იყო თქვენი პირველი ნახატი, რომელიც გაიყიდა?— მართალია, ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ არასდროს მიფიქრია ნახატი გამეყიდა. პანდემიის პერიოდში, როცა შინ ვისხედით, ერთ დღეს იასამნები დავხატე. როცა ეს ნახატი მეგობარმა ნახა, მირჩია სოციალური ქსელების ერთ-ერთ გვერდზე ამეტვირთა. ასეც მოვიქეცი. გამიხარდა, როცა ნახატს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა მეკითხებოდა – რა კარგია, ხომ არ იყიდებაო. და ეს ნახატი საბოლოოდ ერთ-ერთმა ქალბატონმა შეიძინა.ასე რომ, ყველაფერი „იასამნებით“ დაიწყო. ასეთი დაინტერესების მერე სოციალურ ქსელებში ჩემი ნახატების გვერდი Art Iza შევქმენი.— თქვენი ნახატებით უცხოეთშიც დაინტერესდნენ?— დიახ. მიხარია, რომ ჩემი ნახატები არა მარტო საქართველოში ალამაზებს სახლების ინტერიერს, არამედ უცხოელებსაც მოსწონთ და მათი სახლის კედლებსაც ამშვენებს.მხატვრის ნამუშევრები ერთგვარად სახლში მცხოვრები ადამიანების ხასიათზე მეტყველებს და მათ განწყობას გამოხატავს. ჩემი ნახატი, რომელზეც გამოსახულია მზესუმზირების მინდორი, გერმანელმა მხატვარმა შეიძინა. მათ ხშირად ყიდულობენ უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებიც. ერთ-ერთმა მათგანმა ნახატები აჩვენა თავის პოლონელ მეგობარს, რომელმაც ჩემი რამდენიმე ნამუშევარი იყიდა.— თქვენი შემოქმედებით დაინტერესებულ უცხოელებს შორის იტალიიდან ჩამოსული შეფ-მზარეულიცაა...— ეს გახლავთ ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეული ენცო ნერი (Enzo Neri), რომელიც თბილისში რამდენიმე რესტორნის მფლობელია. მან სოციალურ ქსელებში ნახა ჩემი ნახატები და დამიკავშირდა. რამდენიმე დღის წინ კი სახლშიც მესტუმრა. ჩემმა ერთ-ერთმა ნახატმა მის სახლში უკვე დაიდო ბინა, სამომავლოდ, როგორც ვიცი, კიდევ აპირებს რამდენიმეს შეძენას.— ხშირად ამბობთ, რომ ნახატებს ინტერიერის გასალამაზებლადაც ქმნით. ამ კუთხით რა რჩევებს მისცემდით ნახატების შეძენის მსურველებს?— ნახატები ინტერიერში საინტერესო დეკორის ელემენტია, ამიტომ ვისაც სურს ბინის ან სახლის ინტერიერი საინტერესო გახადოს, შეუძლია ის ნახატებით გააფორმოს.ნახატს თანამედროვე ინტერიერში ბევრი ფუნქცია აკისრია: ის მას ინდივიდუალურს ხდის, ასრულებს დეკორის ელემენტის ფუნქციას და ხაზს უსვამს შერჩეულ სტილს. ასევე ნახატი შესაძლებელია გახდეს ოთახის ცენტრალური ელემენტი და იპყრობდეს ყურადღებას, ან, პირიქით, შეერწყას ინტერიერს და მხოლოდ მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს.თბილი ტონები კომფორტულ და თბილ ატმოსფეროს შექმნიან. ცივი ფერების დახმარებით კი სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს გახდით.— თქვენს ნახატებთან ხშირად იღებთ ფოტოებს...— დიახ, ასეა. უფრო იმიტომ ვიღებ ხოლმე, რომ გაყიდული ნამუშევრები ფოტოებით დამრჩეს სამახსოვროდ.ხშირად მეკითხებიან, ავტოპორტრეტს რატომ არ ხატავო. ერთადერთხელ დავხატე საკუთარი თავი ფანქრით. დღეს პორტრეტებზე საერთოდ არ ვმუშაობ, ეს სულ სხვა მიმართულებაა.— და თქვენი დახატვის სურვილი თუ გამოუთქვამთ?— დიახ, ერთხელ. მაგრამ, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ავტორმა ის ნახატი არ მაჩუქა. ასე მითხრა, ეს ჩემთვის დავხატეო.— პარიზი ბევრი მხატვრის შთაგონების წყაროა, თქვენს ნახატებზეც ხშირად ჩნდება სიყვარულის ქალაქი...— კი, შეყვარებულ წყვილს პარიზის ფონზე ხშირად გამოვსახავ ხოლმე. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, სადაც ხშირად მოგზაურობენ შეყვარებულები და ამიტომაცაა, რომ ეს ქალაქი ბევრი ადამიანის ტკბილ მოგონებებს ინახავს. მინდა მასთან დაკავშირებული ულამაზესი დრო ნახატებზე გადავიტანო.— სიყვარულის დღე ახლოვდება...— ამ თემაზე ბევრი ნამუშევარი მაქვს, მაგრამ სიყვარულის დღეს ყველაზე მეტად ჩემი კუბისტური „ფერადი სიყვარული" მიესადაგება.მინდა წინასწარ მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ, რომ თქვენი გრძნობა არასდროს გახუნდეს და ფერი არ იცვალოს. ამისთვის კი საყვარელ ადამიანს ყოველი დღე გაულამაზეთ და, მხატვრის მსგავსად, მისი ცხოვრება თბილი ფერებით აავსეთ...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264352023_22:0:1881:1394_1920x0_80_0_0_1a062be3ba1619f8a53675a50b9f6508.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ყველაფერი „იასამნებით“ დაიწყო, ანუ როგორ შეიქმნა Art Iza
19:27 11.02.2022 (განახლებულია: 12:13 16.03.2022) ყველაზე ლამაზი თვისება ადამიანში უბრალოება მგონია, უბრალო ადამიანი განსხვავებული და გამორჩეულია, მზესავით თბილი და ნათელია, ამბობს მხატვარი იზა წურიაშვილი.
პროფესიით არქიტექტორია. სამხატვრო აკადემიის შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიც დაამთავრა. ბავშვობიდან ხატავს, მაგრამ საკუთარი ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა მხოლოდ პანდემიის დროს დაიწყო. მალე მისი ნახატის შეძენის მსურველები უცხოეთშიც გამოჩნდნენ. ნამუშევრებთან განშორებამდე მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს იღებს...
— ქალბატონო იზა, სამხატვრო სკოლაში სწავლის დროს თქვენზე, როგორც ნორჩ მხატვარზე, პატარა მასალა დაიბეჭდა...
— სამხატვრო სკოლაში სწავლის დროს ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში ხშირად იმართებოდა გამოფენები. მასში მეც ვიღებდი მონაწილეობას. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე ჟურნალისტები ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ და პატარა სტატია-რეცენზია დაწერეს. მაშინ 11 წლის ვიყავი და ჩემთვის ეს დიდი სიხარულის საბაბი გახდა, ასევე სტიმულიც, რომ მომავალში უფრო კარგად და ბევრი მეხატა.
სწორედ იმ პერიოდში ჩემი ერთი ნახატი შეარჩიეს გამოფენისთვის, რომელიც მაშინ ჩეხოსლოვაკიაში გაიმართა.
— ბუნებრივია, სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში განაგრძეთ სწავლა...
— დიახ, რადგანაც ხატვა მიყვარდა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ავირჩიე არქიტექტურის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი. უკვე წლებია არქიტექტორად ვმუშაობ. მოგვიანებით სხვა პროფესიამაც დამაინტერესა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება შევისწავლე.
— ერთი პერიოდი მხოლოდ სახლისთვის ხატავდით. რომელი იყო თქვენი პირველი ნახატი, რომელიც გაიყიდა?
— მართალია, ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ არასდროს მიფიქრია ნახატი გამეყიდა. პანდემიის პერიოდში, როცა შინ ვისხედით, ერთ დღეს იასამნები დავხატე. როცა ეს ნახატი მეგობარმა ნახა, მირჩია სოციალური ქსელების ერთ-ერთ გვერდზე ამეტვირთა. ასეც მოვიქეცი. გამიხარდა, როცა ნახატს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა მეკითხებოდა – რა კარგია, ხომ არ იყიდებაო. და ეს ნახატი საბოლოოდ ერთ-ერთმა ქალბატონმა შეიძინა.
ასე რომ, ყველაფერი „იასამნებით“ დაიწყო. ასეთი დაინტერესების მერე სოციალურ ქსელებში ჩემი ნახატების გვერდი Art Iza შევქმენი.
— თქვენი ნახატებით უცხოეთშიც დაინტერესდნენ?
— დიახ. მიხარია, რომ ჩემი ნახატები არა მარტო საქართველოში ალამაზებს სახლების ინტერიერს, არამედ უცხოელებსაც მოსწონთ და მათი სახლის კედლებსაც ამშვენებს.
მხატვრის ნამუშევრები ერთგვარად სახლში მცხოვრები ადამიანების ხასიათზე მეტყველებს და მათ განწყობას გამოხატავს. ჩემი ნახატი, რომელზეც გამოსახულია მზესუმზირების მინდორი, გერმანელმა მხატვარმა შეიძინა. მათ ხშირად ყიდულობენ უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებიც. ერთ-ერთმა მათგანმა ნახატები აჩვენა თავის პოლონელ მეგობარს, რომელმაც ჩემი რამდენიმე ნამუშევარი იყიდა.
— თქვენი შემოქმედებით დაინტერესებულ უცხოელებს შორის იტალიიდან ჩამოსული შეფ-მზარეულიცაა...
— ეს გახლავთ ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეული ენცო ნერი (Enzo Neri), რომელიც თბილისში რამდენიმე რესტორნის მფლობელია. მან სოციალურ ქსელებში ნახა ჩემი ნახატები და დამიკავშირდა. რამდენიმე დღის წინ კი სახლშიც მესტუმრა. ჩემმა ერთ-ერთმა ნახატმა მის სახლში უკვე დაიდო ბინა, სამომავლოდ, როგორც ვიცი, კიდევ აპირებს რამდენიმეს შეძენას.
— ხშირად ამბობთ, რომ ნახატებს ინტერიერის გასალამაზებლადაც ქმნით. ამ კუთხით რა რჩევებს მისცემდით ნახატების შეძენის მსურველებს?
— ნახატები ინტერიერში საინტერესო დეკორის ელემენტია, ამიტომ ვისაც სურს ბინის ან სახლის ინტერიერი საინტერესო გახადოს, შეუძლია ის ნახატებით გააფორმოს.
ნახატს თანამედროვე ინტერიერში ბევრი ფუნქცია აკისრია: ის მას ინდივიდუალურს ხდის, ასრულებს დეკორის ელემენტის ფუნქციას და ხაზს უსვამს შერჩეულ სტილს. ასევე ნახატი შესაძლებელია გახდეს ოთახის ცენტრალური ელემენტი და იპყრობდეს ყურადღებას, ან, პირიქით, შეერწყას ინტერიერს და მხოლოდ მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს.
თბილი ტონები კომფორტულ და თბილ ატმოსფეროს შექმნიან. ცივი ფერების დახმარებით კი სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს გახდით.
— თქვენს ნახატებთან ხშირად იღებთ ფოტოებს...
— დიახ, ასეა. უფრო იმიტომ ვიღებ ხოლმე, რომ გაყიდული ნამუშევრები ფოტოებით დამრჩეს სამახსოვროდ.
ხშირად მეკითხებიან, ავტოპორტრეტს რატომ არ ხატავო. ერთადერთხელ დავხატე საკუთარი თავი ფანქრით. დღეს პორტრეტებზე საერთოდ არ ვმუშაობ, ეს სულ სხვა მიმართულებაა.
— და თქვენი დახატვის სურვილი თუ გამოუთქვამთ?
— დიახ, ერთხელ. მაგრამ, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ავტორმა ის ნახატი არ მაჩუქა. ასე მითხრა, ეს ჩემთვის დავხატეო.
— პარიზი ბევრი მხატვრის შთაგონების წყაროა, თქვენს ნახატებზეც ხშირად ჩნდება სიყვარულის ქალაქი...
— კი, შეყვარებულ წყვილს პარიზის ფონზე ხშირად გამოვსახავ ხოლმე. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, სადაც ხშირად მოგზაურობენ შეყვარებულები და ამიტომაცაა, რომ ეს ქალაქი ბევრი ადამიანის ტკბილ მოგონებებს ინახავს. მინდა მასთან დაკავშირებული ულამაზესი დრო ნახატებზე გადავიტანო.
— სიყვარულის დღე ახლოვდება...
— ამ თემაზე ბევრი ნამუშევარი მაქვს, მაგრამ სიყვარულის დღეს ყველაზე მეტად ჩემი კუბისტური „ფერადი სიყვარული" მიესადაგება.
მინდა წინასწარ მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ, რომ თქვენი გრძნობა არასდროს გახუნდეს და ფერი არ იცვალოს. ამისთვის კი საყვარელ ადამიანს ყოველი დღე გაულამაზეთ და, მხატვრის მსგავსად, მისი ცხოვრება თბილი ფერებით აავსეთ...