https://sputnik-georgia.com/20220210/yvitelasvilma-pekinis-olimpiadaze-meate-adgili-daikava-264305351.html
მორის ყვითელაშვილმა პეკინის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა
მორის ყვითელაშვილმა პეკინის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა
Sputnik საქართველო
მორის ყვითელაშვილმა ფინალში 170.64 ქულა მოაგროვა 85.92 ტექნიკური ელემენტებისთვის და 84.72 პროგრამული კომპონენტებისთვის.
2022-02-10T12:42+0400
2022-02-10T12:42+0400
2022-02-10T16:28+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
პეკინის ოლიმპიური თამაშები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295566_0:158:3079:1890_1920x0_80_0_0_13eea298865a9f570ecd3efdbf728173.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე მე-10 ადგილი დაიკავა.აღნიშნული შედეგით მორის ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების რეკორდი გაიმეორა. ასევე მე-10 ადგილზე დაასრულა გამოსვლა 2006 წელს ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილმა.მორის ყვითელაშვილმა ფინალში 170,64 ქულა მოაგროვა (85,92 ტექნიკური ელემენტებისთვის + 84,72 პროგრამული კომპონენტებისთვის) და საკუთარი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს მხოლოდ 0,32 ქულით ჩამორჩა, რომელიც გასულ წელს ჰქონდა დაფიქსირებული.მანამდე ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა, ჯამში ყვითელაშვილმა 268,62 ქულა დააგროვა და ოლიმპიადაზე პერსონალური რეკორდი დაამყარა.პირადი რეკორდი და საუკეთესო ევროპელებს შორის – ყვითელაშვილის წარმატებული გამოსვლა>>ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ნათან ჩენი (332,60) გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი იაპონელებმა იუმა კაგიამამ (310,05) და შომა უნომ (293,00) გაინაწილეს.პეკინის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგურავეები სხვა ინდივიდუალურ ტურნირებზეც იასპარეზებენ. 12 თებერვალს ყინულზე გიორგი რევია/მარია კაზაკოვა (სპორტული ცეკვები) გავლენ, 15 თებერვალს – ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამით გამოვა, ხოლო 18 თებერვალს ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას სპორტული წყვილი ასევე მოკლე პროგრამით წარდგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295566_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_432bf3ed14416a809750ea28f6695c5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ციგურაობა ყვითელაშვილი ოლიმპიადა პეკინი
ციგურაობა ყვითელაშვილი ოლიმპიადა პეკინი
მორის ყვითელაშვილმა პეკინის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა
12:42 10.02.2022 (განახლებულია: 16:28 10.02.2022) ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში მორის ყვითელაშვილმა 268,62 ქულა დააგროვა და პირადი რეკორდი დაამყარა.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე მე-10 ადგილი დაიკავა.
აღნიშნული შედეგით მორის ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების რეკორდი გაიმეორა. ასევე მე-10 ადგილზე დაასრულა გამოსვლა 2006 წელს ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილმა.
მორის ყვითელაშვილმა ფინალში 170,64 ქულა მოაგროვა (85,92 ტექნიკური ელემენტებისთვის + 84,72 პროგრამული კომპონენტებისთვის) და საკუთარი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს მხოლოდ 0,32 ქულით ჩამორჩა, რომელიც გასულ წელს ჰქონდა დაფიქსირებული.
მანამდე ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა, ჯამში ყვითელაშვილმა 268,62 ქულა დააგროვა და ოლიმპიადაზე პერსონალური რეკორდი დაამყარა.
ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ნათან ჩენი (332,60) გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი იაპონელებმა იუმა კაგიამამ (310,05) და შომა უნომ (293,00) გაინაწილეს.
პეკინის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგურავეები სხვა ინდივიდუალურ ტურნირებზეც იასპარეზებენ. 12 თებერვალს ყინულზე გიორგი რევია/მარია კაზაკოვა (სპორტული ცეკვები) გავლენ, 15 თებერვალს – ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამით გამოვა, ხოლო 18 თებერვალს ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას სპორტული წყვილი ასევე მოკლე პროგრამით წარდგება.