პირადი რეკორდი და საუკეთესო ევროპელებს შორის – ყვითელაშვილის წარმატებული გამოსვლა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიმორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
ფინალისტები თავისუფალ პროგრამას 10 თებერვალს შეასრულებენ.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე თავის კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური შეჯიბრის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეექვსე ადგილი დაიკავა, პირველები ყინულზე ინდივიდუალური ტურნირის მონაწილეები გავიდნენ.
26 წლის მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 97,98 ქულა (55,69 ტექნიკური ელემენტებისთვის + 42,29 პროგრამული კომპონენტებისთვის) დააგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ქართველმა მოციგურავემ ევროპელთა შორის პირველობა არავის დაუთმო. ყვითელაშვილის წინ მხოლოდ ამერიკელი ნათან ჩენი (113,97), იაპონელები იუმა კაგიამა (108,12) და შომა უნო (105,90) და სამხრეთკორეელი იუნჰვან ჩა (99,51) აღმოჩნდნენ.
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
ბრძოლა გუნდური ფინალისთვის – ქართველი მოციგურავეების წარმატება ოლიმპიადაზე
ფინალისტები თავისუფალ პროგრამას 10 თებერვალს შეასრულებენ. მორის ყვითელაშვილი ყინულზე ბოლო ჯგუფში, 24 მონაწილეს შორის მე-20 ნომრად გამოვა. ქართველ მოციგურავეს შანსი აქვს, მოკლე პროგრამის შემდეგ პერსონალური რეკორდები თავისუფალ პროგრამასა (179,77) და ჯამურ შედეგშიც (265,69) გააუმჯობესოს.
ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით იმართება, სადაც ქართული დელეგაცია ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი სპორტის სამ სახეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0