https://sputnik-georgia.com/20220204/brzola-finalistvis-qartveli-mociguraveebis-warmateba-olimpiadaze-264150396.html
ბრძოლა გუნდური ფინალისთვის – ქართველი მოციგურავეების წარმატება ოლიმპიადაზე
ბრძოლა გუნდური ფინალისთვის – ქართველი მოციგურავეების წარმატება ოლიმპიადაზე
Sputnik საქართველო
პეკინის ოლიმპიადის პირველ დღეს ქართული დელეგაციიდან მორის ყვითელაშვილი და კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი წარდგა.
2022-02-04T15:22+0400
2022-02-04T15:22+0400
2022-02-04T20:14+0400
სპორტი
პეკინის ოლიმპიური თამაშები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295561_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_47657357f7cb97cc1077b14d25c2746d.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადა ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით დაიწყეს. ოლიმპიადის პირველ დღეს ქართული დელეგაციიდან მორის ყვითელაშვილი და კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი წარდგა.აღსანიშნავია, რომ ქართველი მოციგურავეები გუნდურ შეჯიბრებაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად იღებენ მონაწილეობას.ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების დანარჩენ წევრებთან ერთად გუნდურ პირველობაზე ასპარეზობს, მოკლე პროგრამით გამოსვლა სუფთად შეასრულა და 92,37 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული მაჩვენებლით მან მეოთხე ადგილი დაიკავა და მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ქართველი მოციგურავე თავისუფალ პროგრამას 7 თებერვალს შეასრულებს.ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ ცეკვებში იასპარეზეს კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამაც. მათ სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64,79 ქულა მიიღეს და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.გუნდურ პირველობაზე ფინალში გამსვლელი ოთხეული ფაქტობრივად გარკვეულია, მეხუთე საგზურისთვის კი, სავარაუდოდ, სამი ნაკრები იბრძოლებს: იტალიას 18 ქულა აქვს, კანადას – 16, საქართველოს – 15.ფინალური ეტაპის მონაწილეებს ქალთა მოკლე პროგრამა გადაწყვეტს, რომელიც 6 თებერვალსაა დაგეგმილი. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ქულები შეიკრიბება და მედლებისთვის ბრძოლას 10-დან 5 მოწინავე ნაკრები გააგრძელებს. ქალთა მოკლე პროგრამაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ანასტასია გუბანოვა დაიცავს.ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით იმართება, სადაც ქართული დელეგაცია ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295561_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_ab70a29111f6b0db488b02c9ec5fa901.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოლიმპიადა მოციგურავე ყვითელაშვილი პეკინი ბერულავა საფინა
ოლიმპიადა მოციგურავე ყვითელაშვილი პეკინი ბერულავა საფინა
ბრძოლა გუნდური ფინალისთვის – ქართველი მოციგურავეების წარმატება ოლიმპიადაზე
15:22 04.02.2022 (განახლებულია: 20:14 04.02.2022) ქართველ მოციგურავეებს გუნდური პირველობის ფინალში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ, ფინალისტების ვინაობა კი 6 თებერვალს ქალთა მოკლე პროგრამის შემდეგ გაირკვევა.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადა ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით დაიწყეს.
ოლიმპიადის პირველ დღეს ქართული დელეგაციიდან მორის ყვითელაშვილი და კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი წარდგა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოციგურავეები გუნდურ შეჯიბრებაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად იღებენ მონაწილეობას.
ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების დანარჩენ წევრებთან ერთად გუნდურ პირველობაზე ასპარეზობს, მოკლე პროგრამით გამოსვლა სუფთად შეასრულა და 92,37 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული მაჩვენებლით მან მეოთხე ადგილი
დაიკავა და მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ქართველი მოციგურავე თავისუფალ პროგრამას 7 თებერვალს შეასრულებს.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ ცეკვებში იასპარეზეს კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამაც. მათ სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64,79 ქულა მიიღეს და გამოსვლა
მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
გუნდურ პირველობაზე ფინალში გამსვლელი ოთხეული ფაქტობრივად გარკვეულია, მეხუთე საგზურისთვის კი, სავარაუდოდ, სამი ნაკრები იბრძოლებს: იტალიას 18 ქულა აქვს, კანადას – 16, საქართველოს – 15.
ფინალური ეტაპის მონაწილეებს ქალთა მოკლე პროგრამა გადაწყვეტს, რომელიც 6 თებერვალსაა დაგეგმილი. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ქულები შეიკრიბება და მედლებისთვის ბრძოლას 10-დან 5 მოწინავე ნაკრები გააგრძელებს. ქალთა მოკლე პროგრამაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ანასტასია გუბანოვა დაიცავს.
ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით იმართება, სადაც ქართული დელეგაცია ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.