https://sputnik-georgia.com/20220210/vin-shezlebs-saqartveloshi-swavlis-gagrzelebas-aplikantebi-gamocdaze-gavidnen-264321897.html
ვინ შეძლებს საქართველოში სწავლის გაგრძელებას: აპლიკანტები გამოცდაზე გავიდნენ
ვინ შეძლებს საქართველოში სწავლის გაგრძელებას: აპლიკანტები გამოცდაზე გავიდნენ
Sputnik საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის გამოცდას წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში ატარებს. 10.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-10T17:17+0400
2022-02-10T17:17+0400
2022-02-10T21:31+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:91:1595:988_1920x0_80_0_0_75d068cee456a5eb91af0ae39e095657.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს დღეს გამოცდა ჩაუტარდათ.საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.დღეს დაგეგმილ გამოცდაზე რეგისტრაცია 130-მა სტუდენტმა გაიარა, მათგან საგამოცდო ცენტრში 128 გამოცხადდა.შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე – online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც აპლიკანტს გამოცდის დღეს გადაეცა. გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს. გამოცდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.
https://sputnik-georgia.com/20211216/umarlesi-saswavleblebi-swavlis-safasurs-tavad-daadgenen-262899201.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:0:1317:988_1920x0_80_0_0_b90f87f1ae0279f681e98c6bcc9ca391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
ვინ შეძლებს საქართველოში სწავლის გაგრძელებას: აპლიკანტები გამოცდაზე გავიდნენ
17:17 10.02.2022 (განახლებულია: 21:31 10.02.2022) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის გამოცდას წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში ატარებს.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს დღეს გამოცდა ჩაუტარდათ.
საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.
საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.
დღეს დაგეგმილ გამოცდაზე რეგისტრაცია 130-მა სტუდენტმა გაიარა, მათგან საგამოცდო ცენტრში 128 გამოცხადდა.
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე –
online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც აპლიკანტს გამოცდის დღეს გადაეცა. გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს.
გამოცდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.