უმაღლესი სასწავლებლები საქართველოში სწავლის საფასურს თავად დაადგენენ

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები ლექციაზე
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს 2022 წლიდან სიახლეები ელოდებათ, რაც სწავლის ღირებულებას შეეხება.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ", რომლის თანახმად, სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა განათლების საფასურის დადგენის უფლება მიიღეს.
აქამდე ამ საკითხს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არეგულირებდა.
დამტკიცებული შესწორებების თანახმად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები მიიღებენ უფლებას, დაადგინონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი გრანტისგან განსხვავებული სწავლის საფასური.
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
სკოლამდელი განათლებიდან ადრონულ თერაპიამდე – განათლების სამინისტროს გეგმები
ამას გარდა, პარლამენტმა 2022-2023 სასწავლო წლამდე გააგრძელა მთავრობის უფლება, განსაზღვროს მაქსიმალური, ნაწილობრივი ან მინიმალური გრანტის ოდენობა ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, ასევე გამოყოს თანხა გარკვეულ პროგრამებზე სწავლის სრული დაფინანსებისთვის.
აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით სწავლის გარკვეულ დაფინანსებას იღებენ. კერძოდ, სახელმწიფოს შეუძლია სწავლის ღირებულების 70, 50 ან 25%-ის დაფინანსება.
გამოყოფილი თანხის ოდენობას მთავრობა ყოველწლიურად სპეციალური დადგენილებით საზღვრავს.
ყველა ახალი ამბავი
0