https://sputnik-georgia.com/20220210/turizmis-erovnulma-administraciam-kerzo-seqtoristvis-seminarebi-gamarta-264322059.html
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები გამართა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები გამართა
Sputnik საქართველო
სემინარები, მლებიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და EBRD–ს მხარდაჭერით ჩატარდა, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის კოვიდის თემატიკას და შიდა ტურიზმის მარკეტინგს მოიცავდა.
2022-02-10T17:38+0400
2022-02-10T17:38+0400
2022-02-10T21:47+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908466_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_94804ecdd8ea3dbdcb7b7d6cdcc5c64a.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები ჩატარდა, აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სემინარის კურსები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კოვიდის თემატიკას და შიდა ტურიზმის მარკეტინგს მოიცავდა.სემინარზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მარკეტინგული შეთავაზებები, პანდემიით გამოწვეულ ცვლილებსა და ტურისტული პროდუქტების ონლაინ–მარკეტინგზე ისაუბრეს.განხილულ იქნა როგორც შიდა ტურიზმის მნიშვნელობა, ასევე ტურისტული პროდუქტების ონლაინ–მარკეტინგის მიმართულებით არსებული ტენდენციები.ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს UNWTO ონლაინ–აკადემიაში გადაამზადებენ>>ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა გიორგი ახალკაცმა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა.ყორიაულის თქმით, გრძელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც მოიცავს პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის ეფექტიან მხარდაჭერას. მისი თქმით, 2021 წელს ჩატარდა თემატური ონლაინ–ტრენინგები, რომელსაც ტურიზმის კერძო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.„სექტორიდან მიღებულმა პოზიტიურმა უკუკავშირმა მოგვცა მოტივაცია, ამჯერად უკვე საქართველოში ვუმასპინძლოთ აკადემიის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე“, – განაცხადა თამარ ყორიაულმა.ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა აღნიშნა, რომ ისინი მოხარული არიან საქართველოში სტუმრობის გამო.„ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით და გვაქვს შესაძლებლობა ადგილზე ერთობლივად ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ტურიზმის ინდუსტრიას იმ ნეგატიური ზეგავლენის შემცირებაში, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია“, – განაცხადა ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით 2021 წელს ახალი პროექტი ამოქმედდა, რომელიც ორიენტირებულია პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის ეფექტიან აღდგენასა და განვითარებაზე.
https://sputnik-georgia.com/20220203/turizmis-ardgenis-dinamika-saqrtvelosi-2022-wlis-ianvris-monacemebi-264119151.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908466_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_665b88b376593dfde8e2f088e2c35b9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი სემინარები სექტორი
ტურიზმი სემინარები სექტორი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები გამართა
17:38 10.02.2022 (განახლებულია: 21:47 10.02.2022) შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც შიდა ტურიზმის მნიშვნელობა, ასევე ტურისტული პროდუქტების ონლაინ–მარკეტინგის მიმართულებით არსებული ტენდენციები.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები ჩატარდა, აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სემინარის კურსები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კოვიდის თემატიკას და შიდა ტურიზმის მარკეტინგს მოიცავდა.
სემინარზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მარკეტინგული შეთავაზებები, პანდემიით გამოწვეულ ცვლილებსა და ტურისტული პროდუქტების ონლაინ–მარკეტინგზე ისაუბრეს.
განხილულ იქნა როგორც შიდა ტურიზმის მნიშვნელობა, ასევე ტურისტული პროდუქტების ონლაინ–მარკეტინგის მიმართულებით არსებული ტენდენციები.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა გიორგი ახალკაცმა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა.
ყორიაულის თქმით, გრძელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც მოიცავს პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის ეფექტიან მხარდაჭერას. მისი თქმით, 2021 წელს ჩატარდა თემატური ონლაინ–ტრენინგები, რომელსაც ტურიზმის კერძო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
„სექტორიდან მიღებულმა პოზიტიურმა უკუკავშირმა მოგვცა მოტივაცია, ამჯერად უკვე საქართველოში ვუმასპინძლოთ აკადემიის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე“, – განაცხადა თამარ ყორიაულმა.
ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა აღნიშნა, რომ ისინი მოხარული არიან საქართველოში სტუმრობის გამო.
„ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით და გვაქვს შესაძლებლობა ადგილზე ერთობლივად ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ტურიზმის ინდუსტრიას იმ ნეგატიური ზეგავლენის შემცირებაში, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია“, – განაცხადა ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით 2021 წელს ახალი პროექტი ამოქმედდა, რომელიც ორიენტირებულია პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის ეფექტიან აღდგენასა და განვითარებაზე.