https://sputnik-georgia.com/20220203/turizmis-ardgenis-dinamika-saqrtvelosi-2022-wlis-ianvris-monacemebi-264119151.html
საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა – 2022 წლის იანვრის მონაცემები
საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა – 2022 წლის იანვრის მონაცემები
Sputnik საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველომ 2022 წლის იანვარში 199.393 საერთაშორისო მოგზაური მიიღო. სტატისტიკა 2021 წელთან შედარებით 47%-ით გაუმჯობესდა,
2022-02-03T16:16+0400
2022-02-03T16:16+0400
2022-02-03T20:23+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251462605_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_c72df291f1b20aaba42ad6ae75e3a5c5.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველომ 2022 წლის იანვარში 199.393 საერთაშორისო მოგზაური მიიღო და 2019 წლის მაჩვენებელი 38%-ით აღადგინა, ხოლო 2021 წელთან შედარებით სტატისტიკა 47%-ით გაუმჯობესდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 163.615 ტურისტი იმყოფებოდა, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით ტურისტების ნაკადი 53%-ით არის აღდგენილი. ხოლო 2021 წელს თუ შევადარებთ, მაშინ ზრდა 456%-ია.ტურიზმი საქართველოში კოროვირუსული პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკის სფეროა. 2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წარმოუდგენლად დაბალ დონემდე – 427,7 მილიონ აშშ დოლარამდე დაეცა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა კი – 1,7 მილიონამდე, მაშინ, როცა 2019 წელს დარგის წარმატება რეკორდული იყო: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.ქვრივიშვილი: მთავარი აქცენტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე კეთდება>>2021 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 1,2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ შარშან ქვეყანაში თითქმის 1,9 მილიონი შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7,7%-ით არის გაზრდილი.2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი ნაწილი საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა, რაც 2019 წელთან შედარებით 48%-ით მეტია.
https://sputnik-georgia.com/20220113/ra-semosavali-miiro-saqartvelom-ucxoeli-vizitorebisgan-2021-wels-263579622.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251462605_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_46296418b85de6a9baa3445fc725c7fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი მოგზაური ტურისტი სტატისტიკა აღდგენა
ტურიზმი მოგზაური ტურისტი სტატისტიკა აღდგენა
საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა – 2022 წლის იანვრის მონაცემები
16:16 03.02.2022 (განახლებულია: 20:23 03.02.2022) ტურიზმი, რომელსაც საქართველოში პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ აღდგენას განაგრძობს.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველომ 2022 წლის იანვარში 199.393 საერთაშორისო მოგზაური მიიღო და 2019 წლის მაჩვენებელი 38%-ით აღადგინა, ხოლო 2021 წელთან შედარებით სტატისტიკა 47%-ით გაუმჯობესდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 163.615 ტურისტი იმყოფებოდა, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით ტურისტების ნაკადი 53%-ით არის აღდგენილი. ხოლო 2021 წელს თუ შევადარებთ, მაშინ ზრდა 456%-ია.
ტურიზმი საქართველოში კოროვირუსული პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკის სფეროა.
2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წარმოუდგენლად დაბალ დონემდე – 427,7 მილიონ აშშ დოლარამდე დაეცა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა კი – 1,7 მილიონამდე, მაშინ, როცა 2019 წელს დარგის წარმატება რეკორდული იყო: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2021 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 1,2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ შარშან ქვეყანაში თითქმის 1,9 მილიონი შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7,7%-ით არის გაზრდილი.
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი ნაწილი საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა, რაც 2019 წელთან შედარებით 48%-ით მეტია.