https://sputnik-georgia.com/20220210/telekompania-imedma-somxuri-macunis-sesaxeb-siujetsi-secdomis-gamo-bodisi-moixada-264325876.html
ეს იყო ტექნიკური შეცდომა: „ტელეიმედის“ ბოდიში სომხური „მაცუნის“ გამო
ეს იყო ტექნიკური შეცდომა: „ტელეიმედის“ ბოდიში სომხური „მაცუნის“ გამო
Sputnik საქართველო
„იმედის“ საინფორმაციო სამსახური ირწმუნება, რომ შეცდომა ტექნიკური ხასიათის იყო
2022-02-10T19:09+0400
2022-02-10T19:09+0400
2022-02-10T22:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/65/245996564_0:175:3017:1872_1920x0_80_0_0_71e0f0782256313b93193f7c984267a6.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართულმა ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში შეცდომისთვის სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა სომხური წარმოების რძის ნაწარმს – „მაცუნს“.ტელეკომპანიის განცხადებით, სიუჟეტში სახელწოდებით „ქართული მაწონი „მაცუნის“ წინააღმდეგ“ დაშვებული იყო შეცდომა – Google-დან იყო გამოყენებული სომხური პროდუქტის ამსახველი ფოტო, რომლის წარწერა „არ ასახავს ორიგინალს“.რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით კრძალავს სომხეთში წარმოებული იმ რძემჟავა პროდუქტის ტრანზიტს, რომელსაც აქვს მარკირება „მაცუნ“, რადგან საქართველოში იწარმოება ანალოგიური პროდუქტი „მაწონი“, რომელიც ქვეყანამ 2012 წელს გეოგრაფიული აღნიშვნის სახით დაარეგისტრირა.„მაცუნი“ და „მაწონი“ – საქართველომ სომხური პროდუქტის ტრანზიტი აკრძალა >>ახლა სომეხი მწარმოებლები „მაცუნის“ ნაცვლად იყენებენ მარკირებას „სომხური მთის იოგურტი“ (Армянский горный йогурт).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/65/245996564_144:0:2873:2047_1920x0_80_0_0_7f3acc80bea4e92f2cbacbf022476aea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტექნიკური შეცდომა „ტელეიმედი“ ბოდიში „მაცუნი“
ტექნიკური შეცდომა „ტელეიმედი“ ბოდიში „მაცუნი“
ეს იყო ტექნიკური შეცდომა: „ტელეიმედის“ ბოდიში სომხური „მაცუნის“ გამო
19:09 10.02.2022 (განახლებულია: 22:17 10.02.2022) „იმედის“ საინფორმაციო სამსახური ირწმუნება, რომ შეცდომა ტექნიკური ხასიათის იყო.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართულმა ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში შეცდომისთვის სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა სომხური წარმოების რძის ნაწარმს – „მაცუნს“.
ტელეკომპანიის განცხადებით, სიუჟეტში სახელწოდებით „ქართული მაწონი „მაცუნის“ წინააღმდეგ“ დაშვებული იყო შეცდომა – Google-დან იყო გამოყენებული სომხური პროდუქტის ამსახველი ფოტო, რომლის წარწერა „არ ასახავს ორიგინალს“.
„ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური განმარტავს, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, სინანულს გამოთქვამს და ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო. სიუჟეტის ეს ნაწილი ამოღებული იქნება ჰოლდინგის ყველა სოციალური პლატფორმიდან“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით კრძალავს სომხეთში წარმოებული იმ რძემჟავა პროდუქტის ტრანზიტს, რომელსაც აქვს მარკირება „მაცუნ“, რადგან საქართველოში იწარმოება ანალოგიური პროდუქტი „მაწონი“, რომელიც ქვეყანამ 2012 წელს გეოგრაფიული აღნიშვნის სახით დაარეგისტრირა.
ახლა სომეხი მწარმოებლები „მაცუნის“ ნაცვლად იყენებენ მარკირებას „სომხური მთის იოგურტი“ (Армянский горный йогурт).