https://sputnik-georgia.com/20220208/saqartvelom-somxuri-produqtis-tranziti-akrzala-264259682.html
„მაცუნი“ და „მაწონი“ – საქართველომ სომხური პროდუქტის ტრანზიტი აკრძალა
„მაცუნი“ და „მაწონი“ – საქართველომ სომხური პროდუქტის ტრანზიტი აკრძალა
Sputnik საქართველო
საქართველოში „მაწონი“ როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა 2012 წლიდან არის რეგისტრირებული და მისი დასახელება სომხეთში წარმოებული რძის პროდუქტის სახელწოდებას ჰგავს.
2022-02-08T19:29+0400
2022-02-08T19:29+0400
2022-02-08T21:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264254278_0:46:1200:721_1920x0_80_0_0_d47779101170641d7468e14e387a9a46.jpg
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველო კრძალავს სომხეთში წარმოებული რძემჟავა პროდუქტის – „მაცუნის“ ტრანზიტს რუსეთში, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.„საქართველოში „მაწონი“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, 2012 წლიდან დარეგისტრირდა, მიუხედავად ჩვენი ოფისის წინააღმდეგობისა, რადგან ეს სახელწოდება ძალიან ჰგავს სომხეთში წარმოებული რძის პროდუქტის დასახელებას“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქრისტინე ღამბარიანმა.შედეგად, მისი თქმით, საქართველომ, როგორც ტრანზიტულმა ქვეყანამ, დაბრკოლებები შეუქმნა სომეხ მწარმოებლებს მის ტერიტორიაზე „მაცუნის“ მქონე ეტიკეტის პროდუქტის ტრანზიტთან დაკავშირებით.თუმცა, მისი თქმით, ქართულ მხარესთან უკვე მიღწეულია შეთანხმება ამ საკითხის განხილვისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. დაგეგმილია საკითხის გადაჭრა სამართლებრივ ჭრილში. როგორც მოსალოდნელია, ხელშეკრულება 5 წლის ვადით გაფორმდება.„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საქართველოსთან, რომ მათი „მაწონი“ შეუფერხებლად შემოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ხოლო ჩვენი „მაცუნი“ შეუფერხებლად გავიდეს საქართველოში და ისინი მოგვცემენ უფლებას, ეს პროდუქტი გაიყიდოს როგორც მათ ქვეყანაში, ასევე ტრანზიტულად გავიდეს მესამე ქვეყნებში“, – აღნიშნა ღამბარიანმა.შეთანხმების მიღწევამდე კი სომეხმა მწარმოებლებმა დაიწყეს მაცუნის ექსპორტი რუსეთში „სომხური სამთო იოგურტის“ (Армянский горный йогурт) ბრენდით.აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელ კომპანია „მარიანაში“ აცხადებენ, რომ საქართველომ გეოგრაფიული აღნიშვნა მრავალი წლის წინ დაარეგისტრირა, თუმცა ბოლო დრომდე არანაირი მოთხოვნა, აკრძალვა და დაბრკოლება არ ყოფილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264254278_127:66:1069:772_1920x0_80_0_0_b555a69ab0e4d3c9e542bde177411bbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაცუნი მაწონი სომხეთი პროდუქტი საქართველო ტრანზიტი
მაცუნი მაწონი სომხეთი პროდუქტი საქართველო ტრანზიტი
„მაცუნი“ და „მაწონი“ – საქართველომ სომხური პროდუქტის ტრანზიტი აკრძალა
19:29 08.02.2022 (განახლებულია: 21:11 08.02.2022) საქართველოში „მაწონი“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, 2012 წლიდან არის რეგისტრირებული, ხოლო სომხეთში იწარმოება რძის პროდუქტი ამ დასახელების მსგავსი სახელწოდებით.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველო კრძალავს სომხეთში წარმოებული რძემჟავა პროდუქტის – „მაცუნის“ ტრანზიტს რუსეთში, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.
„საქართველოში „მაწონი“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, 2012 წლიდან დარეგისტრირდა, მიუხედავად ჩვენი ოფისის წინააღმდეგობისა, რადგან ეს სახელწოდება ძალიან ჰგავს სომხეთში წარმოებული რძის პროდუქტის დასახელებას“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქრისტინე ღამბარიანმა.
შედეგად, მისი თქმით, საქართველომ, როგორც ტრანზიტულმა ქვეყანამ, დაბრკოლებები შეუქმნა სომეხ მწარმოებლებს მის ტერიტორიაზე „მაცუნის“ მქონე ეტიკეტის პროდუქტის ტრანზიტთან დაკავშირებით.
„როდესაც სომხური წარმოების „მაცუნის“ ექსპორტი ხორციელდება ტრანზიტულად სომხეთიდან საქართველოს გავლით, ქართველ მებაჟეებს აქვთ კანონიერი უფლება შეამოწმონ ეს ტვირთი. მსგავსი მარკირების მქონე „მაცუნის“ შეტანის შემთხვევაში მათ შეუძლიათ შეაჩერონ ტვირთი და აღკვეთონ მისი შეტანა მათ ტერიტორიაზე და შემდგომი ტრანსპორტირება სხვა ქვეყნებში“, – განუცხადა ღამბარიანმა „Sputnik-სომხეთს“.
თუმცა, მისი თქმით, ქართულ მხარესთან უკვე მიღწეულია შეთანხმება ამ საკითხის განხილვისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. დაგეგმილია საკითხის გადაჭრა სამართლებრივ ჭრილში. როგორც მოსალოდნელია, ხელშეკრულება 5 წლის ვადით გაფორმდება.
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საქართველოსთან, რომ მათი „მაწონი“ შეუფერხებლად შემოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ხოლო ჩვენი „მაცუნი“ შეუფერხებლად გავიდეს საქართველოში და ისინი მოგვცემენ უფლებას, ეს პროდუქტი გაიყიდოს როგორც მათ ქვეყანაში, ასევე ტრანზიტულად გავიდეს მესამე ქვეყნებში“, – აღნიშნა ღამბარიანმა.
შეთანხმების მიღწევამდე კი სომეხმა მწარმოებლებმა დაიწყეს მაცუნის ექსპორტი რუსეთში „სომხური სამთო იოგურტის“ (Армянский горный йогурт) ბრენდით.
აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელ კომპანია „მარიანაში“ აცხადებენ, რომ საქართველომ გეოგრაფიული აღნიშვნა მრავალი წლის წინ დაარეგისტრირა, თუმცა ბოლო დრომდე არანაირი მოთხოვნა, აკრძალვა და დაბრკოლება არ ყოფილა.