„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური პარტიები გაძარცვა – თალაკვაძე

© press-service of the Parliament of Georgiaარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
თალაკვაძემ შეაფასა უგულავას ინიციატივა ოპოზიციური ძალების „ნაცმოძრაობის“ „ქოლგის ქვეშ“ გაერთიანების შესახებ.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურად გაძარცვა პატარა პარტიები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა თალაკვაძემ დამოუკიდებელი პოლიტიკოსის გიგი უგულავას ინიციატივაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გარდასახვისა და „მისი ქოლგის ქვეშ“ დიდი ოპოზიციური ძალის შექმნის თაობაზე. უგულავა, რომელიც წარსულში ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, დარწმუნებულია, რომ ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მრავალფეროვანს გახდის და მოიზიდავს ახალ ადამიანებსა და პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს.

„ასეთი ქოლგა ოპოზიციას ბოლო ორ წელიწადში ორჯერ მაინც ჰქონდა გაშლილი. შედეგი იყო ის, რომ შევიდნენ ეს ახალი პარტიები ხმებით და გამოვიდნენ ქოლგიდან ხმების გარეშე. ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ისინი პოლიტიკურად გაძარცვა ქოლგის ქვეშ“, – განაცხადა თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, უგულავას ინიციატივა პარტიაში სერიოზულად არ განუხილავთ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ხშირად ეხმარება პატარა პარტიებს პოლიტიკაში ადგილის გასამყარებლად.
ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ მცირე პარტიებს კოალიციური მთავრობის მოდელს სთავაზობდა.
გიგი უგულავას ახალი ინიციატივა: რა შანსები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას>>
იდეის ინიციატორი მიიჩნევს, რომ ამჟამად ყალიბდება სურათი, თითქოს ქვეყანაში ორი წამყვანი პარტიის – მმართველი ძალისა და „ნაცმოძრაობის“ გარდა არის კიდევ მესამე ძალა. ესაა ცალკე აღებული პარტიები, რომლებსაც, გაერთიანების შემთხვევაში, შეუძლიათ სერიოზულად შეარყიონ მმართველი პარტიის პოზიციები.
უგულავას აზრით, ოპოზიციურ გაერთიანებაში შეიძლება შევიდნენ მამუკა ხაზარაძის „ლელო საქართველოსთვის“, ექს-პრემიერ გახარიას „საქართველოსთვის“, ასევე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე და „მესამე ძალის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
წყარო: „რუსთავი2“
ყველა ახალი ამბავი
0