https://sputnik-georgia.com/20220210/rodis-dasruldeba-koronavirusis-meeqvse-talra-ivane-cxaizis-ganmarteba-264326780.html
როდის დასრულდება კორონავირუსის მეექვსე ტალღა: ივანე ჩხაიძის განმარტება
როდის დასრულდება კორონავირუსის მეექვსე ტალღა: ივანე ჩხაიძის განმარტება
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების დეფიციტს არ ელოდებიან
2022-02-10T19:47+0400
2022-02-10T19:47+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251827_0:296:3068:2022_1920x0_80_0_0_715490834fcb773acc51097ec112e027.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მეექვსე ტალღის დაღმავალი პერიოდი იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ 15 თებერვალს ახალი შემთხვევების რაოდენობა 26.200-ზე ნაკლები იქნება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ჩხაიძე იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლოსთვის მეექვსე ტალღა დასრულდება.დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შეამცირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში კადრების დეფიციტი შეიქმნა. იზოლაციისა და კარანტინის ვადები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით გადაიხედა.ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით, კერძოდ, ავადმყოფობის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.გარდა ამისა, „ომიკრონით“ ინფიცირებისას მსუბუქი და შედარებით ხანმოკლე მიმდინარეობის გამო ეპიდემიოლოგები არ ელოდებიან საწოლების დეფიციტს კლინიკებში. ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ამ დროისათვის 2 ათასამდე თავისუფალი სტაციონარული საწოლია.კონკრეტულად ვის ეხება იზოლაციისა და კარანტინის შემცირებული ვადები >>საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეს კორონავირუსის 22.444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251827_151:0:2882:2048_1920x0_80_0_0_99aef701b64dab339fc1a99c5e122fba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დასრულება კორონავირუსი მეექვსე ტალღა ივანე ჩხაიძე
დასრულება კორონავირუსი მეექვსე ტალღა ივანე ჩხაიძე
როდის დასრულდება კორონავირუსის მეექვსე ტალღა: ივანე ჩხაიძის განმარტება
19:47 10.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ეპიდემიოლოგები ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების დეფიციტს არ ელოდებიან.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მეექვსე ტალღის დაღმავალი პერიოდი იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ 15 თებერვალს ახალი შემთხვევების რაოდენობა 26.200-ზე ნაკლები იქნება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ჩხაიძე იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლოსთვის მეექვსე ტალღა დასრულდება.
„ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 26.200 შემთხვევა 2 თებერვალს დაფიქსირდა, რაც ამ დროისთვის არის პიკური მაჩვენებელი. 2 თებერვლიდან დღემდე შემთხვევები თანდათან მცირდება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეექვსე ტალღის დაღმავალი პერიოდი დაიწყო“, – განაცხადა ჩხაიძემ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შეამცირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში კადრების დეფიციტი შეიქმნა. იზოლაციისა და კარანტინის ვადები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით გადაიხედა.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით, კერძოდ, ავადმყოფობის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.
„ომიკრონის“ შემთხვევაში პაციენტი გადამდებად ითვლება ინფიცირებამდე 2 დღით ადრე და ინფიცირებიდან 4-5 დღის განმავლობაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
გარდა ამისა, „ომიკრონით“ ინფიცირებისას მსუბუქი და შედარებით ხანმოკლე მიმდინარეობის გამო ეპიდემიოლოგები არ ელოდებიან საწოლების დეფიციტს კლინიკებში. ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ამ დროისათვის 2 ათასამდე თავისუფალი სტაციონარული საწოლია.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეს კორონავირუსის 22.444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.