რატომ აიკრძალა „მაცუნი“ საქათველოში: „საქპატენტის“ განმარტება

© Facebook / Profumo Della Passioneმაწონი
მაწონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, განაცხადეს „საქპატენტში“
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მაწონი - ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა და პროდუქტის რეპუტაცია სწორედ საქართველოსთან ასოცირდება, ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ განცხადებაში.
სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქრისტინე ღამბარიანმა განაცხადა, რომ საქართველო კრძალავს სომხეთში წარმოებული რძემჟავა პროდუქტის – „მაცუნის“ ტრანზიტს რუსეთში. სომეხმა მწარმოებლებმა დაიწყეს მაცუნის ექსპორტი რუსეთში „სომხური სამთო იოგურტის“ (Армянский горный йогурт) ბრენდით.
„მაწონი“- ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის განსაკუთრებული თვისებები და რეპუტაცია სწორედ ამ გეოგრაფიულ ადგილთან (საქართველოს ტერიტორიასთან) და ადამიანურ ფაქტორთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
„საქპატენტში“ აღნიშნავენ, რომ მაწვნის დამზადება საქართველოში, საოჯახო პირობებში, უხსოვარი დროიდან წარმოებს და ის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს.
ეს იყო ტექნიკური შეცდომა: „ტელეიმედის“ ბოდიში სომხური „მაცუნის“ გამო >>
„კანონმდებლობით აკრძალულია რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ პროდუქციასთან კავშირში, რომელზეც არ ვრცელდება რეგისტრაცია. დაუშვებელია რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან „საქპატენტში“ აღნიშნავენ, რომ რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
წყარო - „საქპატენტი“
ყველა ახალი ამბავი
0