https://sputnik-georgia.com/20220210/pirveli-leiboristi-parlamentshi-shedis-264319153.html
პირველი ლეიბორისტი პარლამენტში შედის
პირველი ლეიბორისტი პარლამენტში შედის
Sputnik საქართველო
პარლამენტში უკვე დაწყებულია პროცედურა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
2022-02-10T16:50+0400
2022-02-10T16:50+0400
2022-02-10T21:22+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23413/47/234134729_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_14f42c35910ed049ab4e5b332034c073.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტა.პარლამენტში კი უკვე დაწყებულია პროცედურა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.როგორც ლეიბორისტების ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი ვერ შედგა და ლეიბორისტული პარტიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვით „მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება“, ვალდებული არიან გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა.შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მისვლას მომავალ კვირაში აპირებს. სწორედ 14-18 თებერვლის სასესიო კვირაში გეგმავენ კანონმდებლები სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას.7 თებერვალს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების – შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ სესიების სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის შემთხვევაში მიზეზი სასამართლოს განაჩენია.აღნიშნულ დეპუტატებთან დაკავშირებით კანონმდებლები საბოლოო გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. შარშან ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, ლეიბორისტული პარტია კი ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა.ლეიბორისტებს მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი მანდატი აქვთ.
https://sputnik-georgia.com/20220210/leiboristuli-partia-parlamentsi-ofisis-gaxsnas-gegmavs-264297432.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23413/47/234134729_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f43d8d48717ab53aa071377cf0e8a4dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი ოპოზიცია შალვა ნათელაშვილი ბოიკოტი
საქართველო პარლამენტი ოპოზიცია შალვა ნათელაშვილი ბოიკოტი
პირველი ლეიბორისტი პარლამენტში შედის
16:50 10.02.2022 (განახლებულია: 21:22 10.02.2022) მომავალ სამშაბათს შალვა ნათელაშვილმა, შესაძლოა, დაკარგოს მანდატი, ხოლო მისმა პარტიამ – საპარლამენტო პარტიის სტატუსი და სახელმწიფო დაფინანსება.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტა.
პარლამენტში კი უკვე დაწყებულია პროცედურა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
როგორც ლეიბორისტების ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო.
„დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა არსებული რეჟიმის ჩამოშლა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით", – განაცხადა ნათელაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი ვერ შედგა და ლეიბორისტული პარტიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვით „მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება“, ვალდებული არიან გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა.
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მისვლას მომავალ კვირაში აპირებს. სწორედ 14-18 თებერვლის სასესიო კვირაში გეგმავენ კანონმდებლები სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას.
7 თებერვალს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების – შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ სესიების სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის შემთხვევაში მიზეზი სასამართლოს განაჩენია.
აღნიშნულ დეპუტატებთან დაკავშირებით კანონმდებლები საბოლოო გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. შარშან ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, ლეიბორისტული პარტია კი ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა.
ლეიბორისტებს მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი მანდატი აქვთ.