https://sputnik-georgia.com/20220210/leiboristuli-partia-parlamentsi-ofisis-gaxsnas-gegmavs-264297432.html
ლეიბორისტული პარტია პარლამენტში ოფისის გახსნას აპირებს
ლეიბორისტული პარტია პარლამენტში ოფისის გახსნას აპირებს
Sputnik საქართველო
ლეიბორისტები პარლამენტში ოფისის გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაცდენების გამო საპარლამენტო მანდატს არ დაკარგავს
2022-02-10T00:14+0400
2022-02-10T00:14+0400
2022-02-10T00:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534594_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_66f717cdb876dbb09f2ad9d4cf862924.jpg
თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტია პარლამენტში აპირებს პარტიის ოფისის გახსნას, სადაც ყველას შეუძლია თავისი პრობლემებით მივიდეს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა.ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში მისი ლიდერის შალვა ნათელაშვილის სახით ერთი დეპუტატის მოყვანა შეძლო, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პარლამენტში ერთხელაც არ გამოჩენილა. დაუსწრებლად, რომელსაც თავად ნათელაშვილი „პოლიტიკურ ბოიკოტს“ უწოდებს, შესაძლოა საპარლამენტო მანდატი დაკარგოს. საპროცესო კომიტეტი საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას გადაიტანს.ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში გაიყვანა ერთი დეპუტატი - თავისი ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სახით. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პარლამენტში ერთხელაც არ გამოჩენილა. გაცდენების გამო, რასაც თავად ნათელაშვილი „პოლიტიკურ ბოიკოტს“ უწოდებს, მან შესაძლოა საპარლამენტო მანდატი დაკარგოს. საპროცედურო კომიტეტი საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას გაიტანს.ამასთან მან აღნიშნა, რომ ოფიციალურად ოფისი მაშინ გაიხსნება, როდესაც ნათელაშვილი საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდება.ნათელაშვილმა განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში სადეპუტატო ვალდებულებებს დაუბრუნდებოდა, მაგრამ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე არ გამოჩენილა.უკვე უახლოეს სამშაბათს ნათელაშვილმა შესაძლოა დაკარგოს მანდატი, ხოლო მისმა პარტიამ - საპარლამენტო პარტიის სტატუსი და სახელმწიფო დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534594_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_87634aaf9ab5ebeff02db717fe94f92a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლეიბორისტული პარტია პარლამენტი ოფისი გახსნა
ლეიბორისტული პარტია პარლამენტი ოფისი გახსნა
ლეიბორისტული პარტია პარლამენტში ოფისის გახსნას აპირებს
ლეიბორისტები პარლამენტში ოფისის გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაცდენების გამო საპარლამენტო მანდატს არ დაკარგავს
თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტია პარლამენტში აპირებს პარტიის ოფისის გახსნას, სადაც ყველას შეუძლია თავისი პრობლემებით მივიდეს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა.
ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში მისი ლიდერის შალვა ნათელაშვილის სახით ერთი დეპუტატის მოყვანა შეძლო, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პარლამენტში ერთხელაც არ გამოჩენილა. დაუსწრებლად, რომელსაც თავად ნათელაშვილი „პოლიტიკურ ბოიკოტს“ უწოდებს, შესაძლოა საპარლამენტო მანდატი დაკარგოს. საპროცესო კომიტეტი საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას გადაიტანს.
ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში გაიყვანა ერთი დეპუტატი - თავისი ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სახით. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პარლამენტში ერთხელაც არ გამოჩენილა. გაცდენების გამო, რასაც თავად ნათელაშვილი „პოლიტიკურ ბოიკოტს“ უწოდებს, მან შესაძლოა საპარლამენტო მანდატი დაკარგოს. საპროცედურო კომიტეტი საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას გაიტანს.
„ჩვენ აქ გავხსნით საპარლამენტო ოფისს, სადაც ყოველთვის ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება კარი... ეს არ იქნება საპარლამენტო ოფისი, მსგავსი სხვა მძინარე დეპუტატების კაბინეტებისა, სადაც არც კი ახსოვთ, რომ მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულნი არიან“, – განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ოფიციალურად ოფისი მაშინ გაიხსნება, როდესაც ნათელაშვილი საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდება.
ნათელაშვილმა განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში სადეპუტატო ვალდებულებებს დაუბრუნდებოდა, მაგრამ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე არ გამოჩენილა.
უკვე უახლოეს სამშაბათს ნათელაშვილმა შესაძლოა დაკარგოს მანდატი, ხოლო მისმა პარტიამ - საპარლამენტო პარტიის სტატუსი და სახელმწიფო დაფინანსება.